საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

განხილვა - ლიტვის ავთენტური დასახელება 'ლიეტუვა' ქართულ ენაში

საქართველოს საელჩო ლიტვის რესპუბლიკაში მოხარულია გაცნობოთ, რომ ქართული მხარე განიხილავს ლიტვის ავთენტური დასახელების „ლიეტუვა“ ქართულ ენაში დამკვიდრების საკითხს. 
აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა 11 მაისს ექსპერტთა კომისიის სხდომა გაიმართა, საკითხის განხილვაში შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ წამყვანი ენათმეცნიერები, მათ შორის პროფესორები თამაზ გამყრელიძე და მზექალა შანიძე, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ქართულ ენაში ლიტვის ავთენტური დასახელების დამკვიდრების შესახებ ცვლილებას. აღნიშნულ საკითხზე გაგრძელდება განხილვა შესაბამისი უწყებების და ორგანიზაციების მონაწილეობით. 
საქართველოს საელჩო ლიტვის რესპუბლიკაში მიესალმება აღნიშნულ ნაბიჯს, რომელიც განსაკუთრებით სიმბოლური იქნება საქართველო-ლიტვის მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის და გამორჩეულად მეგობრული ურთიერთობების გათვალისწინებით. ასევე, ეს იქნება უნიკალური საპასუხო ჟესტი ამჯერად საქართველოს მხრიდან, რომელიც მიეძღვნება ლიტვის სახელმწიფოებრიობის აღდგენის მეასე წლისთავს.
 
შეგახსენებთ, რომ 3 მაისს, ლიტვური ენის სახელმწიფო კომისიამ დაამტკიცა გადაწყვეტილება ლიტვურ ენაში საქართველოს ავთენტური დასახელების დამკვიდრების თაობაზე.