საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა ქართველ სტუდენტებთან

ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა მიიღო ქართველი სტუდენტები, რომლებიც ლიტვის სხვადასხვა უნივერსიტეტებში სწავლობენ. მინისტრმა სტუდენტებს მიულოცა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ასი წლისთავი და ხაზი გაუსვა ლიტვის მხარდაჭერას საქართველოსადმი. აღსანიშნავია, რომ ქართველ სტუდენტთა უმრავლესობას გავლილი აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრის კურსი, სადაც ისინი ეუფლებიან ლიტვურ ენასა და ეცნობიან ლიტვურ კულტურას, ხოლო შემდეგ საკუთარ ცოდნას აღრმავებენ ლიტვის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ლიტვის მხარის მიერ დაფინანსებული სასწავლო პროგრამების მეშვეობით. მინისტრთან შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტებმა გამოხატეს მადლიერება იმ შესაძლებლობებისათვის, რომლებსაც ლიტვის სახელწიფო სთავაზობს ქართველ ახალგაზრდებს.