საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ვილნიუსის ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდა

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების მეასე წლისთავის აღსანიშნავად, ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში საქართველოს დროშის ფერებში განათდა ქალაქის რამოდენიმე ღირსშესანიშნავი ლოკაცია, კერძოდ, ხიდები მდინარე ნერისზე და სამი ჯვრის მონუმენტი. ამასთან, ლიეტუვის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განათავსა სიმბოლური წარწერა პრეზიდენტის სასახლეზე და სასახლის წინ მდებარე მოედანზე აღმართა საქართველოს სახელმწიფო დროშა.