საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ლიეტუვის სეიმმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის მეათე წლისთავთან დაკავშირებით

ლიეტუვის სეიმმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის მეათე წლისთავთან დაკავშირებით, რომელშიც დაფიქსირებულია მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე დაფიქსირებულია, რომ რუსეთს არ შეუსრულებია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები. რეზოლუცია ხაზს უსვამს, რომ მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის საჭიროა რუსეთმა გაიყვანოს ჯარები ოკუპირებული ტერიტორიებიდან და აღდგეს საქართველოს იურისდიქცია აღნიშნულ რეგიონებში. ლიეტუვის სეიმი ასევე ეხმიანება და მხარდაჭერას უცხადებს 2018 წლის 14 ივნისს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით.
აღნიშნული რეზოლუციით, სეიმი აგრეთვე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს მიერ წარმოებულ რეფორმებსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. რეზოლუციაში დაფიქსირებულია მოწოდება საერთაშორისო თანამეგობრობისადმი ჯეროვანი ყურადღება გამახვილდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე.

http://www.lrs.lt/sip/portal.show?p_r=119&p_k=1&p_t=259712&data_nuo=2018-06-28&data_iki=2018-06-28