საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სოლიდარობის აქცია-ფლეშმობი „საქართველოს გაერთიანებისთვის“

საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის მეათე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ქ. ვილნიუსში, თბილისის სახელობის სკვერში, 8 აგვისტოს საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა სოლიდარობის აქცია-ფლეშმობი „საქართველოს გაერთიანებისთვის“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ლიეტუველმა და ქართველმა ახალგაზრდებმა.
ფლეშმობის მონაწილეებმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე ოკუპაციის დაგმობის ნიშნად სიმბოლურად გაწყვიტეს მავთულხლართები და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერის გამოსახატავად გამოსახეს გამთლიანებული საქართველოს რუკა.