საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართველი დიზაინერის რუსუდან ჰენკოკ-გაჩეჩილაძის კოლექციის ჩვენება

ლიეტუვაში ქართული ხელოვნებისა და დიზაინის კვირეულის ფარგლებში გაიმართა საზღვარგარეთ მოღვაწე კიდევ ერთი წარმატებული ქართველი დიზაინერის რუსუდან ჰენკოკ-გაჩეჩილაძის კოლექციების ჩვენება.

საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქართველი დიზაინერის ბრენდის RusiDesigns ხელჩანთების, აქსესუარების და სამკაულების ახალი კოლექციების ექსკლუზიური ჩვენება გაიმართა . ვილნიუსში პრესტიჟულ სავაჭრო ცენტრ GO9-ში მდებარე დიზაინის სახლ LOCALS.LT-ში.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ. მოწვეულ სტუმრებს ასევე სიტყვით მიმართა სპეციალურმა სტუმარმა, საფრანგეთში მოღვაწე ქართველი დიზაინერმა ირაკლი ნასიძემ.

მიღებაზე დამსწრე სტუმრებს შორის იყვნენ ვილნიუსში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, ხელოვნების მოღვაწეები, ლიეტუვის რესპუბლიკის მთავრობის და პარლამენტის წევრები და სხვა საპატიო სტუმრები.

ღონისძიების დასასრულს, გაიმართა ქართული სამზარეულოს და ნუგბარის პრეზენტაცია და ქართული ღვინის დეგუსტაცია. კოლექციის ჩვენება ფართოდ გაშუქდა ლიეტუვის მედია საშუალებების მიერ. ღონისძიების მხარდამჭერები არიან კომპანიაბორჯომი“ Borjomi Lietuva, თურქეთის ავიახაზები, რესტორანი Georgian House, კომპანიები Modilinos model management და Jolanta Sadauskiene, Ardika, Megami Beauty Clinics.