საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ლიეტუვაში საქართველოს თავდაცვის ატაშის პოლკოვნიკ არჩილ პეტრემღვდლიშვილის გამოსამშვიდობებელი შეხვედრა

ლიეტუვის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროში გაიმართა ლიეტუვაში საქართველოს თავდაცვის ატაშის პოლკოვნიკ არჩილ პეტრემღვდლიშვილის გამოსამშვიდობებელი შეხვედრა
ღონისძიების ფარგლებში ლიეტუვის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე - არჩილ პეტრემღვდლიშვილს გადაეცა ჯილდო ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
საელჩო მადლობას უხდის საქართველოს თავდაცვის ატაშეს პოლკოვნიკ არჩილ პეტრემღვდლიშვილს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს შემდგომ საქმიანობაში.