საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

განცხადება საქართველოს საელჩოში ლიეტუვის რესპუბლიკაში სტაჟირების გავლის შესახებ

საქართველოს საელჩო ლიეტუვის რესპუბლიკაში

სტაჟირების გავლის შესახებ

 

საქართველოს საელჩო ლიეტუვის რესპუბლიკაში 2018 წლის 1 ნოემბრიდან აცხადებს სტაჟირების კონკურსს. კონკურსის შედეგად, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნება 2 (ორ) საუკეთესო აპლიკანტს 

 

სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორთა მომზადება, გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

 

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს  ქმედუნარიან  მოქალაქეს,  რომელიც  ფლობს სახელმწიფო  ენას,  არის  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

საბუთები მიიღება /წლის 1 ნოემბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე vilnius.emb@mfa.gov.ge


 

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

·  განაცხადების გადარჩევა;

·  გასაუბრება;


სასურველია:

·   მეორე უცხო ენის ცოდნა;

·   სამუშაო ან სასწავლო გამოცდილება საზღვარგარეთ.

 

ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზეvilnius.emb@mfa.gov.ge უნდა წარადგინოს:

ა) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი N2);

ბ) ავტობიოგრაფია;

გ) დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

დ) პასპორტის ასლი;

ე) ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;

ვ) ერთი ფოტოსურათი (3X4).

ზ) ნასამართლობის შესახებ ცნობა.

 

კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდება შემდეგ მისამართზე: D. Poškos g. 13, Vilnius

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ეტაპების/გასაუბრების თარიღი დამატებით ეცნობებათ კონკურსის მონაწილეებს.

სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში,  სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი  სერთიფიკატი. 

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სტაჟირების კონკურსი ცხადდება წელიწადში ორჯერ, მაისის და ნოემბრის თვის პირველ სამუშაო დღეს.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ტელ: +370 527 36959; ელ-ფოსტა: vilnius.emb@mfa.gov.ge

 

განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ

სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესი