საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩმა ნატო-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრის კონფერენცია გახსნა

14 ნოემბერს საქართველოს ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ მონაწილება მიიღო ნატო-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრის (NATO ENSECCOE) ორგანიზებით გამართული კონფერენციის “Innovative Energy Solutions for Military Applications” (IESMA 2018) გახსნის ღონისძიებაში. ღონისძიების გახსნისას, ელჩმა სიტყვით მიმართა მონაწილეებს და ისაუბრა საქართველოს დაინტერესების შესახებ აქტიურად განაგრძოს ჩართულობა NATO ENSECCOE-ს საქმიანობაში, რომლის წევრიც საქართველო არის 2014 წლიდან. გამოსვლისას ხათუნა სალუქვაძემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, პირველ რიგში, ნატო-ში ინტეგრაციის საკითხზე. ელჩთან ერთად კონფერენციის გახსნაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ ლიეტუვის ენერგეტიკის მინისტრი ჟიგიმანტას ვაიჩიუნასი, ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე ანტონიო მისიროლი, აშშ-ს თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე ლუსიან ნიმაიერი, NATO ENSECCOE-ს დირექტორი რომუალდას პეტკევიჩიუსი და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დარიუს სკუსევიჩიუსი. კონფერენციის ფარგლებში განიხილება ის ინოვაციები და უახლესი ტექნოლოგიური მიღწევები, რომელთა საშუალებითაც ხორციელდება ენერგოეფექტურობის ამაღლება სამხედრო სფეროში ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ენერგოუსაფრთხოების მხარდასაჭერად. ღონისძიების თანაორგანიზატორია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი დელტა.