საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა Adventur 2019

25 იანვარს, საქართველოს ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ ტურიზმის და მოგზაურობის საერთაშორისო გამოფენა „Adventur 2019”-ის გახსნაში მიიღო მონაწილეობა. გამოფენა საზეიმოდ გახსნა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა საულიუს სკვერნელისმა. აღნიშნულ გამოფენაზე დამთვალიერებელთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, წელს ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს ოცამდე ქვეყანა და 300 ტურისტული კომპანია. ტურისტული გამოფენის მნახველებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ მიმართულებებს და ლოკაციებს. გამოფენაში მონაწილეობა მიიღო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა. გამოფენაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ტურისტული კომპანია „აჭარატურის“ წარმომადგენლებმა, აღსანიშნავია, რომ ლიეტუვაში წლიდან წლამდე იზრდება ქართული ტურისტული მიმართულებების პოპულარობა და საქართველოში ლიეტუველ ვიზიტორთა რაოდენობა. გამოფენის ფარგლებში, ტურისტული, სარეკლამო კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ აჭარის რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს.