საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დელეგაციის ვიზიტი

31 იანვარს ლიეტუვას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დელეგაცია ეწვია. ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსს თეიმურაზ კეკელიძეს და ლიეტუვის საზღვრის დაცვის სამსახურის უფროსს რენატას პოჟელას შორის. ლიეტუვის მხარემ გააცნო ქართულ მხარეს აღნიშნული სამსახურის მიმდინარეობა და დანერგილი სიახლეები. მხარეებმა ასევე განიხილეს ორ უწყებას შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და გაცვალეს ინფორმაცია სხვადასხვა მიმართულებით არსებული გამოცდილების შესახებ. შეხვედრისას თეიმურაზ კეკელიძემ და რენატას პოჟელამ ხელი მოაწერეს შეხვედრის ოქმს, რომელშიც აისახა მხარეთა მისწრაფება განაგრძონ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავება. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დელეგაცია ასევე ეწვია ლიეტუვის მესაზღვრეთა მომზადების სკოლას და მოინახულა სასაზღვრო კონტროლისა და მართვის პუნქტი.