საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის მონაწილეობა ლიეტუვის პრეზიდენტთან შეხვედრაზე

26 ივნისს საქართველოს ელჩმა ლევან ღვაჩლიანმა მონაწილეობა მიიღო ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტთან დალია გრიბაუსკაიტესთან გამოსამშვიდობებლად ვილნიუსში აკრედიტირებული ელჩებისთვის გამართულ შეხვედრაში. შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად აქცენტი გაკეთდა, რომ ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებას. ამასთან, ლიეტუვის პრეზიდენტმა აღნიშნული სახელმწიფოების ელჩებს მადლობა გადაუხადა წარმატებული ურთიერთთანამშრომლობისთვის ლიეტუვის ევროპული გამოცდილების და ევროკავშირის ღირებულებების მათი ქვეყნის მოსახლეობისთვის გაზიარების საკითხში.