საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საერთაშორისო სამხატვრო პლენარი "მოლაპარაკე მიწა"

15 აგვისტოს ლიეტუვის შაკიაის რაიონში, გელგაუდიშკის სასახლეში გაიმართა საერთაშორისო სამხატვრო პლენარის „მოლაპარაკე მიწა“ დასკვნითი ღონისძიება.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ლიეტუვაში საქართველოს კონსულმა რატი მამფორიამ, შაკიაის რაიონის მერმა ედგარას პილიპაიტისმა და სამხატვრო პლენარის მონაწილეებმა, მათ შორის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხატვართა კავშირის წევრებმა მირაბ ფიფიამ და ზურაბ ჭედიამ.

საერთაშორისო სამხატვრო პლენარი „მოლაპარაკე მიწა“ შაკიაიში ტრადიციულად ყოველ მეორე წელს იმართება და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მოწვევით მასში მონაწილეობას იღებენ მხატვრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.