საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

30 წელი ბალტიის გზიდან

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან ღვაჩლიანმა მონაწილეობა მიიღო ბალტიის გზის 30 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაში.

საიუბილეო ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ლიეტუვაში მცხოვრები ქართველი სტუდენტები და დიასპორის წარმონადგენლები.

დღეს, 23 აგვისტოს 30 წელი შესრულდა ბალტიური გზიდან, რომელიც წარმოადგენდა ბალტიისპირეთის ქვეყნების ტერიტორიაზე შექმნილ 600 კილომეტრის სიგრძის ცოცხალ ჯაჭვს და მოიცავდა მიახლოებით 2 მილიონ ადამიანს.

აღნიშნული აქცია წარმოადგენდა ბალტიის ქვეყნების სოლიდარობისა და თავისუფლებისაკენ სწრაფვის სრულიად უნიკალურ მაგალითს.