საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული ენის საკვირაო სკოლა ლიეტუვაში

1 სექტემბერს საქართველოს საელჩოში ლიეტუვის რესპუბლიკაში განახლდა ქართული ენისა და კულტურის შემსწავლელი საკვირაო სკოლა. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან ღვაჩლიანმა საკვირაო სკოლის მოსწავლეებს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საზღვარგარეთ მოქმედი საკვირაო სკოლებისთვის შემუშავებული სახელმძღვანელოები გადასცა.