საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის ვიზიტი ლიეტუვის ქ. კედაინიაიში

6 სექტემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან ღვაჩლიანმა მონაწილეობა მიიღო ლიეტუვის ქ. კედაინიაის 647 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებებში. ქალაქის დღესასწაულის გახსნით ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა ლევან ღვაჩლიანმა და ქ. კედაინიაის მერმა ვალენტინას ტამულისმა, ასევე ლიეტუვაში აკრედიტირებულმა სხვა ქვეყნის ელჩებმა. საქართველოს ელჩმა თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ურთიერთობებში რეგიონებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას, როგორც გამოცდილების გაზიარების მიზნით, ასევე კულტურის, ხელოვნების, ტურიზმის სფეროებში და ხალხთა შორის კავშირების გაღრმავების საკითხებში. ქალაქის დღესასწაულს ასევე ესწრებოდა თელავის მუნიციპალიტეტის დელეგაცია, მერის შოთა ნარეკლიშვილის ხელმძღვანელობით. აღსანიშნავია, რომ კედაინიაისა და თელავს შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ამასთან, გასულ წელს კედაინიაის ცენტრში მდებარე სკვერში გაიხსნა ორი ქალაქის მეგობრობისადმი მიძღვნილი სიმბოლური მონუმენტი.