საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის ტრადიციული შეხვედრა ქართველ სტუდენტებთან

12 სექტემბერს, ვილნიუსის უნივერსიტეტში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან ღვაჩლიანმა და საელჩოს კონსულმა რატი მამფორიამ ქ. ვილნიუსის სხვადასხვა უნივერსიტეტების ქართველ სტუდენტებთან ტრადიციული გაცნობითი შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე ელჩმა სტუდენტებს მიულოცა სასწავლო წლის დაწყება, ესაუბრა მათ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების, ლიეტუვა-საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების შესახებ. საქართველოს ელჩმა სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია საელჩოში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის თაობაზე, ასევე კონსულმა სტუდენტებს გააცნო ინფორმაცია საკონსულო მომსახურებების შესახებ. ელჩმა სტუდენტებს ასევე მოუწოდა აქტიურად მიიღონ მონაწილეობა საელჩოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში