საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ლიეტუვაში ქართული კომპანია „ორბი ჯგუფის“ წარმომადგენლობა გაიხსნა

ლიეტუვის რესპუბლიკაში ქართული კომპანიის - „ორბი ჯგუფის“ წარმომადგენლობა გაიხსნა 10 ოქტომბერს ქ. ვილნიუსში ქართული კომპანიის - „ორბი ჯგუფის“ ოფიციალური წარმომადგენლობის გახსნითი ცერემონია გაიმართა, რომელიც თავის საქმიანობას ბალტიის ქვეყნებში განახორციელებს. თავდაპირველად მისი მთავარი მიზანი იქნება ადგილობრივ მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია კომპანიის საქმიანობის შესახებ და დაეხმაროს უძრავი ქონების შეძენაში. მოგვიანებით კი იგეგმება სხვადასხვა სახის პროექტების რეალიზაცია. 

მოწვეულ სტუმრებს „ორბი ჯგუფის“ წარმომადგენელებთან ერთად სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიეტუვის რესპუბლიკაში, ლევან ღვაჩლიანმა, რომელმაც ისაუბრა კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილებისა და მიღწევების შესახებ. ელჩმა ხაზი გაუსვა „ორბი ჯგუფის“ ოფისის გახსნის მნიშვნელობას რეგიონში და აღნიშნა, რომ ზემოხსენებული დაეხმარება ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას. 

ცერემონიის ფარგლებში მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ქონდათ უფრო ახლოს გაცნობოდნენ ქართულ კულტურას, დაეგემოვნებინათ ტრადიციული კერძები და ღვინო. საღამოს უძღვებოდა ცნობილი ჟურნალისტი ედიტა მილდაჟიტე, ხოლო ქართული სიმღერები შეასრულეს ანსამბლ „ქართული ხმების“ წევრებმა.