საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გახდი შენი ქვეყნის „ახალგაზრდა ელჩი“ ლიეტუვის რესპუბლიკაში

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლიეტუვის რესპუბლიკასა და მსოფლიოს 34 ქვეყანაში, პროგრამა - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“-ის ფარგლებში აცხადებს ღია კონკურსს. ახალგაზრდებს, რომლებიც იმყოფებიან ლიეტუვის რესპუბლიკაში, შესაძლებლობა ეძლევათ, თავიანთი წვლილი შეიტანონ საქართველოს პოპულარიზაციის საქმეში. პროექტის გამარჯვებული შეძლებს ისარგებლოს „ახალგაზრდა ელჩის“ ერთწლიანი მანდატით, წარმოადგინოს საკუთარი ინიციატივები და სამოქმედო გეგმა. ასევე, შეხვდება კულტურის, პოლიტიკის, ეკონომიკის, დიპლომატიური და სხვა სექტორების წარმომადგენლებს. მისი მთავარი ამოცანაა კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებების განხორციელების საშუალებით, ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების ინფორმირება საქართველოს  ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და ისტორიის შესახებ და საქართველოს უცხოელ ახალგაზრდა მეგობართა ქსელის გაფართოება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა შესაბამისი დოკუმანტაცია უნდა წარადგინონ 2019 წლის 31 ოქტომბრიდან 2019 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: diaspora@mfa.gov.ge.

 

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

  • განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის ადმინისტრაციული (ფორმალური) შემოწმება;
  • განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის კომისიის მიერ ხარისხობრივი (შინაარსობრივი) შეფასება;
  • კომისიასთან გასაუბრება.

 

საკონკურსო პირობები

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 18-დან 29-წლამდე ახალგაზრდას, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე, ცხოვრობს საზღვარგარეთ და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას;
  • აქვს ახალგაზრდულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • აქვს პროექტების მართვის გამოცდილება;
  • სასურველია ჰქონდეს ადგილსამყოფელ ქვეყანაში მოქმედ დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის გამოცდილება;
  • სასურველია ჰქონდეს ადგილსამყოფელი ქვეყნის საჯარო ან კერძო სტრუქტურაში მუშაობის/სტაჟირების/პრაქტიკის გამოცდილება;
  • სასურველია ადგილსამყოფელი ქვეყნის ოფიციალურ ენის ცოდნა.


წარმოსადგენი დოკუმენტები

  • შევსებული საკონკურსო განაცხადი;
  • სამოქმედო გეგმა;
  • სამოტივაციო წერილი;
  • ფოტოსურათი;
  • CV ქართულ ენაზე;
  • საქართველოს პასპორტის ქსეროასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • საზღვარგარეთ ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი საბუთი (სასწავლო ვიზა, ცხოვრების ნებართვა);
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ცნობა მუშაობის უფლების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • რეკომენდაციები, სერტიფიკატები, დიპლომები და სხვა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დამატებითი ინფორმაციისა მისაღებად, გთხოვთ მიმართოთ საქართველოს საელჩოს ლიეტუვის რესპუბლიკაში, ტელ: +370 527 36959; ელ-ფოსტა: vilnius.emb@mfa.gov.ge

საკონკურსო განაცხადის ფორმა

საქართველოს ახალგაზრდა ელჩების პროგრამა