საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა ლიეტუვის საქმიანი წრეების გაერთიანება „ვილნიუსის კლუბში“

7 ნოემბერს ვილნიუსის კლუბში გაიმართა მიღება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ლევან ღვაჩლიანის საპატივცემულოდ. 

საქართველოს ელჩმა ვილნიუსის კლუბის წევრებს გააცნო საქართველოს და ლიეტუვას შორის პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურულ-საგანმანათლებლო, ტურიზმის, ორმხრივი ინვესტიციებისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების ასპექტები.

 ვილნიუსის კლუბი აერთიანებს ლიეტუველ პოლიტიკოსებს, ბიზნესმენებს, კულტურისა და აკადემიური წრეების გამოჩენილ მოღვაწეებს, რომლებიც პერიოდულად ორგანიზებას უწევენ სხვადასხვა სახის კულტურულ და სამეცნიერო ღონისძიებებს, ასევე ხელს უწყობენ საერთაშორისო სავაჭრო და ბიზნეს კავშირების გაძლიერებას.