საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის შეხვედრა ლიეტუვაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

2020 წლის 20 იანვარს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიეტუვის რესპუბლიკაში ლევან ღვაჩლიანმა შეხვედრა გამართა ადგილსამყოფელ ქვეყანაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან. მოწვეულ სტუმებს მიეწოდათ ინფორმაცია ხელისუფლების მიერ განხორციელებული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ასევე წარდგენილ იქნა სხვადასხვა სამინისტროების მიერ, მომზადებული პრეზენტაციები, რომელიც საქართველოში მიმდინარე განვითარების პროცესებსა და მომავლის ხედვებს ეხებოდა. შეხვედრებზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი დიასპორის როლს ადგილსამყოფელ ქვეყანში და მასთან ურთიერთობის მნიშვნელობას. ელჩმა აღნიშნა, რომ საელჩოს საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია დიასპორის წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაცია და მათი დახმარება.