საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა საქართველოს ახალგაზრდა ელჩთან ლიეტუვაში.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიეტუვის რესპუბლიკაში, ლევან ღვაჩლიანმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩთან, გურამ კუნჭულიასთან, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდა საქართველოს წარმომადგენელმა ელჩს გააცნო საკუთარი მიზნები და ხედვები, მან ასევე დეტალურად ისაუბრა დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ლევან ღვაჩლიანმა თავის მხრივ მიულოცა, უსურვა წარმატება მეტად საპასუხისმგებლო საქმეში და თანადგომას დაპირდა.