საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ტურიზმისა და მოგზაურობის საერთაშორისო გამოფენა „Adventur 2020".

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიეტუვის რესპუბლიკაში, ლევან ღვაჩლიანმა მონაწილეობა მიიღო 24-26 იანვარს, ქ. ვილნიუსში გამართულ, ტურიზმის და მოგზაურობის საერთაშორისო გამოფენა „Adventur 2020”-ში. ხსენებულ ღონისძებაში საქართველო უკვე მეექვსე წელია აქტიურად არის ჩართული. აღსანიშნავია, რომ საქართველოს, როგორც ტურისტებისთვის ერთ-ერეთი მიმზიდველი ადგილის, პოპულარობა ყოველწლიურად იზრდება, რაც განაპირობებს ლიეტუველ ვიზიტორთა რიცხვის მატებას ჩვენს ქვეყანაში.
“Adventur 2020”-ში საქართველოს წარმოადგენდა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ასევე ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქართული ტურისტული კომპანიები: „ვანდარლენდი“, „ქეფითალ თრეველი“ და „მეგობარი ტური“. გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო, ყველი, ჩურჩხელა და სხვა პროდუქცია.