იმის გათვალისწინებით, რომ კორონავირუსთან ბრძოლისთვის ლიეტუვის მთავრობას გამოცხადებული აქვს საგანგებო მდგომარეობა, წარმოგიდგენთ ინფორმაციას კორონავირუსის (COVID-19-ს) გავრცელების შემცირების მიზნით მიღებული პრევენციული ზომების შესახებ, რომლების 13 მარტს ამოქმედდა.
- ლიეტუვაში ორი კვირით შეჩერდა ქვეყნის ყველა საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული და გასართობი დაწესებულებების საქმიანობა;
- აიკრძალა ყველა ღონისძიება დახურულ სივრცეში, ასევე აიკრძალა ღონისძიებები ღია ცის ქვეშ, სადაც გათვალისწინებულია 100-ზე მეტი ადამიანის შეკრება;
- მუშაობა შეწყვიტა ყველა მუზეუმმა, კინოთეატრმა, სპორტდარბაზმა და სხვა გასართობმა დაწესებულებამ;
- შეწყდა ბილეთების შეძენა საზოგადოებრივ ტრანსპორტში. იმოქმედებს მხოლოდ სამგზავრო ბარათები და მობილური აპლიკაციების ბილეთები;
- მუშაობა შეწყვიტა შაბათ-კვირას მოქმედმა ღამის ავტობუსებმა;
- სამთავრობო ინსტიტუციებზე და მუნიციპალიტეტებზე გაიცა რეკომენდაცია მოქალაქეებს მომსახურება გაუწიონ დისტანციურად;
- დამსაქმებლებს მიეცათ რეკომენდაცია დისტანციურად მუშაობის უფლება მისცენ მუშაკებს, რომლებსაც ჰყავთ შვილები;
- საქმიანობას არ წყვეტენ სავაჭრო ცენტრები, ამასთან, მოსახლეობას მიეცა რეკომენდაცია ასეთ ადგილებს ეწვიონ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ასევე ხშირად გამოიყენონ ინტერნეტით შესყიდვის მომსახურებები და შეძლებისდაგვარად თავი აარიდონ მასობრივი თავშეყრის ადგილებს;
- გაიცა რეკომენდაცია მოქალაქეებმა თავი შეიკავონ ნებისმიერ ქვეყანაში მოგზაურობისგან;
- გამკაცრდა სახმელეთო საზღვრების კონტროლი;
- გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებიდან (ჩინეთი, იტალია, ირანი, იაპონია, სამხრეთ კორეა, სინგაპური, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი) დაბრუნებული პირები ვალდებულნი არიან დარეგისტრირდნენ და შეავსონ ლიეტუვის საზოგადოების ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებული ანკეტა http://nvsc.lrv.lt/covid-19 და 14 დღის განმავლობაში იყვნენ თვითიზოლაციაში;
- მუნიციპალიტეტებში თვითიზოლაციისთვის სივრცეები გამოიყო იმ პირებისთვის, რომელთა საცხოვრებელი ვერ აკმაყოფილებს ჰიგიენის პირობებს და შეუძლებელია სხვა თანამაცხოვრებლებისგან იზოლირება;
- 14 დღიანი თვითიზოლაციის დამრღვევებზე გავრცელდება სამართლებრივი პასუხისმგებლობა;
- 13 მარტიდან კორონავირუსთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის ამოქმედდა 24 საათიანი ცხელი ხაზი 1808;
- პირებმა, რომლებიც დაბრუნდნენ მაღალი რისკის ქვეყნიდან, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, უნდა გამოიძახონ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, ტელ: 112;
- 16 მარტიდან ფრენები აიკრძალება იტალიასთან. ვირუსის გავრცელების შემთხვევაში ამგვარი შეზღუდვებს შესაძლოა დაექვემდებაროს სხვა ქვეყნებიც;
ლიეტუვის უწყებათა მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 13 მარტის მდგომარეობით, ლიეტუვაში გამოვლენილია კორონავირუსით დაინფიცირების 6 შემთხვევა.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ლიეტუვის საზოგადოების ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საინფორმაციო ტელეფონებზე: +370 61879984; +370 61694562; +370 62077547.
ასევე ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში, ტელ: +370 527 36959, ელ-ფოსტა: [email protected]
სასარგებლო ბმულები: