საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

25 იანვრიდან ლიეტუვაში ჩამოსვლის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებზე ვრცელდება შემდეგი ზომები:

საქართველოდან ლიეტუვაში მომავალი ნებისმიერი პირი დაექვემდებარება სავალდებულო 14 დღიან თვითიზოლაციას, ამასთან, ის ვალდებული იქნება ლიეტუვის საზღვარზე წარადგინოს უკანასკნელი 48 საათის განმავლობაში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი (აღნიშნული საბუთი ნათარგმნი უნდა იყოს ლიეტუვურ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე) ან ლიეტუვაში ჩამოსვლიდან 24 საათის განმავლობაში ქვეყანის მასშტაბით მოქმედი ცხელი ხაზის 1808 მეშვეობით (ან კერძო კლინიკაში) დარეგისტრირდეს და ჩაიტაროს შესაბამისი ტესტი.

იზოლაციის 14 დღიანი პერიოდი შესაძლებელია შემცირებული იქნას თუ იზოლაციის არაუადრეს მე-10 დღეს პირს ჩაუტარდება ტესტი კორონავირუსზე.

ასევე, ყველა მგზავრი ვალდებულია შეავსოს ლიეტუვის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებული სპეციალური ელექტრონული ანკეტა (https://keleiviams.nvsc.lt/en/form) და მიღებული დასტური, ე.წ. QR კოდი წარადგინოს სატრანსპორტო საშუალებაში ჩასხდომის დროს.

ამასთან შეგახსენებთ, რომ ლიეტუვაში საქართველოს მოქალაქეთა მგზავრობა დაშვებულია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში: https://urm.lt/default/en/important-covid19

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ საელჩოში მოქმედი ცხელი ხაზის მეშვეობით: ტელ.: +370 527 36959, +370 687 74797; ასევე, ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]