საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან

4 თებერვალს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიეტუვის რესპუბლიკაში ლევან ღვაჩლიანმა, უკრაინისა და მოლდოვის ელჩებთან ერთად გამართა შეხვედრა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან მანტას ადომენასთან.

შეხვედრის ფარგლებში ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გადაეცა საქართველოს, უკრაინისა და მოდლოვას საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი წერილი.

აღნიშნული წერილით, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ასოცირებულ პარტნიორებთან გაღრმავებულ თანამშრომლობას შეეხება, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიმართეს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს, ევროპული სამეზობლოს პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს ოლივერ ვარჰეისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს.