საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!
10 მარტიდან ლიეტუვაში ჩამოსვლის შემთხვევაში ნებისმიერი პირი ვალდებული იქნება ლიეტუვის საზღვარზე წარადგინოს უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი.
ამასთან, ლიეტუვაში მომავალი ნებისმიერი პირი ექვემდებარება სავალდებულო 10 დღიან თვითიზოლაციას. იზოლაციის 10 დღიანი პერიოდი შესაძლებელია შემცირებული იქნას თუ იზოლაციის არაუადრეს მე-7 დღეს პირს ჩაუტარდება ტესტი კორონავირუსზე.
ასევე, ყველა მგზავრი ვალდებულია შეავსოს ლიეტუვის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებული სპეციალური ელექტრონული ანკეტა (https://keleiviams.nvsc.lt/en/form) და მიღებული დასტური, ე.წ. QR კოდი წარადგინოს სატრანსპორტო საშუალებაში ჩასხდომის დროს.
შეგახსენებთ, რომ ლიეტუვაში საქართველოს მოქალაქეთა მგზავრობა დაშვებულია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში: https://urm.lt/default/en/important-covid19
აქვე გაცნობებთ, რომ ლიეტუვის მთავრობის გადაწყვეტილებით COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ ლიეტუვის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გამოცხადებული კარანტინი 2021 წლის 31 მარტამდე გახანგრძლივდა: https://twitter.com/LithuaniaH.../status/1367117172024233986
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ საელჩოში მოქმედი ცხელი ხაზის მეშვეობით: ტელ.: +370 527 36959, +370 687 74797; ასევე, ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]