საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან

10 მარტს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიეტუვის რესპუბლიკაში, ლევან ღვაჩლიანმა შეხვედრა გამართა ლიეტუვის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან მარგირის აბუკევიჩიუსთან.
აღნიშნულის შეხვედრის ფარგლებში შედგა ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს თავდაცვის ახლადდანიშნული ატაშეს, პოლკოვნიკ ირაკლი უჩაძის წარდგენის ცერემონია.
შეხვედრისას განხილული იქნა საქართველოსა და ლიეტუვას შორის თავდაცვის სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.
მხარეებმა ასევე ხაზი გაუსევს ქვეყნებს შორის არსებულ განსაკუთრებულ, მეგობრულ ურთიერთობებს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ლიეტუვის მნიშვნელოვან მხარდაჭერაზე.