საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ვიზიტი ლიეტუვაში

ლიეტუვის რესპუბლიკაში ვიზიტი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლიეტუველ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო. ლიეტუვის ეროვნულ თავდაცვის სამინისტროში საპატიო ყარაულისა და სამხედრო ორკესტრის მონაწილეობით დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციას არვიდას ანუშაუსკასმა უმასპინძლა.
კოლეგასთან საუბრისას ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოსა და ლიეტუვას შორის საერთო ღირებულებებსა და პრინციპებზე დაფუძნებულ მეგობრობასა და ძლიერ პარტნიორობაზე გაამახვილა ყურადღება და საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მხარდაჭერისთვის ლიეტუვის თავდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადა.
გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში ლიეტუვის ჩართულობა, საქართველოში დაგეგმილ საერთაშორისო წვრთნებსა და სწავლებებში ლიეტუვის მონაწილეობა, თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა და თავდაცვის ტრანსფორმაციაში ლიეტუვის მხარდაჭერა, ასევე თანამშრომლობა სტრატეგიული კომუნიკაციებისა და კიბერთავდაცვის მიმართულებით - ის საკითხები იყო, რაზეც კოლეგებმა გაფართოებულ შეხვედრაზე ისაუბრეს.
ეროვნულ თავდაცვის სამინისტროში შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოსა და ლიეტუვის თავდაცვის მინისტრები დელეგაციის წევრებთან ერთად ანტაკალნისის სასაფლაოზე გაემგზავრნენ, სადაც 1991 წლის 13 იანვარს ლიეტუვის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ პატივი მიაგო დათიკო მაჭავარიანის ხსოვნას და ყვავილებით შეამკო საქართველოს პირველი რესპუბლიკის ქართველი ოფიცრის საფლავი.

დათიკო მაჭავარიანი 1918 წლიდან აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქართული ეროვნული არმიის ჩამოყალიბებაში და მონაწილეობდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის გამართულ ბრძოლებში. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ის ემიგრაციაში პოლონეთში გადავიდა. დათიკო მაჭავარიანი პოლონეთის ეროვნული არმიის არტილერიაში მსახურობდა. იგი დაკრძალულია ვილნიუსის სასაფლაოზე.

ჯუანშერ ბურჭულაძეს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრებთან ერთად ასევე უმასპინძლა ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის სპიკერმა, ვიქტორია ჩმილიტე-ნიელსენმა.
მხარეებმა ყურადღება საქართველოსა და ლიეტუვას შორის არსებულ ხანგრძლივ მეგობრულ, მჭიდრო ურთიერთობაზე გაამახვილეს და იმედი გამოთქვეს, რომ წარმატებული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური მისწრაფებების, საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების პროცესში ლიეტუვის მტკიცე მხარდაჭერასა და ჩართულობას. მხარეებმა გლობალური, ასევე რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასაც.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სამხედრო განათლების, კიბერუსაფრთხოების, სტრატეგიული კომუნიკაციების კუთხით თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.

ჯუანშერ ბურჭულაძეს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრებთან ერთად, ლიეტუვას რესპუბლიკის სეიმის სპიკერმა, ვიქტორია ჩმილიტე-ნიელსენმა უმასპინძლა.
მხარეებმა ყურადღება საქართველოსა და ლიეტუვას შორის არსებულ ხანგრძლივ მეგობრულ, მჭიდრო ურთიერთობაზე გაამახვილეს და იმედი გამოთქვეს, რომ წარმატებული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური მისწრაფებების, საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების პროცესში ლიეტუვას მტკიცე მხარდაჭერასა და ჩართულობას. მხარეებმა გლობალური, ასევე რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასაც.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სამხედრო განათლების, კიბერუსაფრთხოების, სტრატეგიული კომუნიკაციების კუთხით თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.