საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოსა და ლიეტუვის უწყებებს შორის გაფორმებული მემორანდუმი

23 აპრილს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიეტუვის რესპუბლიკაში, ლევან ღვაჩლიანმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურისა და ლიეტუვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის, აგნე ბილოტაიტეს შორის გამართულ შეხვედრაში, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა. აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ხელი მოაწერეს უწყებებს შორის შინაგან საქმეთა საკითხებში 2021-2022 წლებში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს.

მემორანდუმის გაფორმება ხელს შეუწყობს და კიდევ უფრო განავითარებს, ამ კონკრეტულ სფეროში საქართველოსა და ლიეტუვას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას, მათ შორის, ისეთი მიმართულებების ჩათვლით როგორიცაა: საგანგებო სიტუაციების მართვა, პროფესიული განათლება, კიბერ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, მიგრაცია, ევროინტეგრაცია და სხვ.