საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრთან

3 ივნისს, ვილნიუსში აკრედიტებულ უკრაინისა და მოლდოვის ელჩებთან ერთად, შედგა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ლევან ღვაჩლიანის შეხვედრა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრთან, გაბრიელიუს ლანდსბერგისთან.

ელჩებმა  საგარეო საქმეთა მინისტრს გააცნეს 17 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სამინისტროსა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის, ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე გაძლიერებული თანამშრომლობის - ,,ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი მიესალმა ასოცირებული ქვეყნების მხრიდან მიღებულ აღნიშნულ გადაწყვეტილებას და კიდევ ერთხელ გამოხატა ლიეტუვის მხარდაჭერა ასოცირებული ქვეყნების ევროპულ მისწრაფებებთან დაკავშირებით.