საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ვილნიუსში ქართული წიგნების კუთხე გაიხსნა

3 ივნისს, ვილნიუსის ცენტრალურ მოედანზე გაიხსნა საჯარო სამკითხველო, სადაც ვილნიუსელებს დღეიდან შესაძლებლობა ექნებათ ქართული ლიტერატურის ნიმუშებსაც გაეცნონ.

ქართული წიგნების კუთხის გახსნაზე მოსულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიეტუვის რესპუბლიკაში ლევან ღვაჩლიანმა, ლიეტუვის მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ ბირუტა აუგუსტინიენემ და ლიტერატურული ასოციაციის „სლინკტის“ თავმჯდომარემ იუოზას ჟიტკაუსკასმა.

აღნიშნული საჯარო სამკითხველო უკვე მეოთხე წელია ფუნქციონირებს პროექტ „ვილნიუსი კითხულობს“ ფარგლებში და დედაქალაქის მოსახლეობაში ის საკმაო პოპულარობით სარგებლობს.