საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

კორონავირუსის გავრცელების შეკავების მიზნით ლიეტუვაში მოქმედი შეზღუდვების მიხედვით, საქართველოდან ლიეტუვაში შემოსვლა, ამ ეტაპზე, შესაძლებელია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში:

თუ პირი საზღვრის კვეთისას წარმოადგენს ევროპის წამლების სააგენტოს მიერ დამტკიცებულ კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტს (აუცილებელია, რომ ვაქცინაციიდან გასული იყოს 14 დღე). ასევე პირი, რომელსაც აქვს სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა, რომ ლიეტუვაში ჩამოსვლამდე არაუგვიანეს 180 დღით ადრე დაუდასტურდა კორონავირუსი.

ლიეტუვაში შემოსვლა ასევე შეუძლია პირს, რომელიც არ არის ვაქცინირებული, თუმცა გააჩნია ლიეტუვის ეროვნული ვიზა ან ცხოვრების ნებართვა (სხვა გამონაკლისები და დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ). ასეთ შემთხვევაში სავალდებულო არის 72 საათით ადრე ჩატარებული ლაბორატორიული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა და 10 დღიანი თვითიზოლაცია. თვითიზოლაციის 10 დღიანი პერიოდი შესაძლებელია შემცირებული იქნას თუ იზოლაციის არაუადრეს მე-7 დღეს პირს ჩაუტარდება ტესტი.

ასევე, ყველა მგზავრი ვალდებულია ქვეყანაში შემოსვლამდე 48 საათით ადრე შეავსოს ლიეტუვის ეროვნული ჯანმრთელობის  ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებული სპეციალური ელექტრონული ანკეტა (https://keleiviams.nvsc.lt/en/form) და მიღებული დასტური, ე.წ. QR კოდი წარადგინოს სატრანსპორტო საშუალებაში ჩასხდომის დროს.