საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ლიეტუვაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ ლიეტუვაში პანდემიის სამართავად 13 სექტემბრიდან ძალაში შევიდა ახალი შეზღუდვები.

ახალი რეგულაციები ეხება ვაქცინაციის დოკუმენტის ე.წ. „შესაძლებლობების პასპორტის“ გარეშე გარკვეული საქმიანობების შეზღუდვას, კერძოდ „შესაძლებლობების პასპორტის“ გარეშე ვერ შეძლებთ შეხვიდეთ მაღაზიებში, რომლებიც არ განეკუთვნება აუცილებელი საჭიროების პროდუქტების მაღაზიებს; შეხვიდეთ საკვები და სხვა სახის პროდუქციის მაღაზიებში, რომელთა ფართობი აღემატება 1500 კვ.მ-ს; მიიღოთ მომსახურება სილამაზის სალონებში; იაროთ სპორტულ კლუბებში; მონაწილეობა მიიღოთ კულტურულ, გასართობ, სპორტულ ღონისძიებებში, საჯარო დღესასწაულებსა და ფესტივალებში, რომლებშიც 500-ზე მეტი მონაწილეა.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://koronastop.lrv.lt/en/covid-19-related-restrictions-1