საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ტრადიციული შეხვედრა ქართველ სტუდენტებთან

22 ოქტომბერს, საქართველოს საელჩოში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან ღვაჩლიანმა ლიეტუვის სხვადასხვა უნივერსიტეტების ქართველ სტუდენტებთან ტრადიციული გაცნობითი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა და საელჩოს სხვა თანამშრომლებმა სტუდენტებს მიულოცეს სასწავლო წლის დაწყება, ესაუბრნენ მათ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების, საქართველო-ლიეტუვის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების შესახებ. სტუდენტებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ინფორმაციას საკონსულო მომსახურებების შესახებ.