საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული ღვინის დეგუსტაცია ვილნიუსში

28 ოქტომბერს, ლიეტუვაში საქართველოს საელჩოსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ქ. ვილნიუსში გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიეტუვის რესპუბლიკაში ლევან ღვაჩლიანმა და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა თამარ მარკოზაშვილმა (კომპანია “Tribe International"). ამასთანავე, შედგა პრეზენტაცია ქართული ექსკლუზიური ღვინოების, ვაზის ჯიშებისა და ღვინის დაყენების ქართული ტრადიციის შესახებ.

სტუმრებმა ღონისძიების ფარგლებში ასევე დააგემოვნეს შეფ-მზარეულის დადუნა ღლონტის მიერ მომზადებული ქართული კერძები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ლიეტუვის ღვინის სექტორის წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები, ლიეტუველი სომელიეები, იმპორტიორები, ჟურნალისტები და სხვა საპატიო სტუმრები.