საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საშობაო საჩუქარი ქ. კაუნასის ბავშვთა სახლის პატარებისთვის

საშობაო საჩუქარი ქ. კაუნასის ბავშვთა სახლის პატარებისთვის. ქ. კაუნასში პაჟაისლისის ისტორიულ მონასტერთან არსებულ კომპლექსში 12 ოქტომბერს საქართველოს საელჩოს თანაორგანიზატორებით გამართული, საფრანგეთში მოღვაწე ქართველი დიზაინერის ირაკლი ნასიძის უახლესი კოლექციების საქველმოქმედო ჩვენების „მაღალი მოდა სიკეთისათვის 2018“, ფარგლებში შეგროვილი თანხით კაუნასის ბავშვთა სახლის პატარებისათვის საშობაო დღესასწაული მოეწყო. საქველმოქმედო ჩვენების შედეგად კაუნასის ბავშვთა სახლის მკვიდრთათვის მომზადდა საშობაო საჩუქარი, კერძოდ 6 დეკემბერს ბავშვები დაესწრნენ ქ. ვილნიუსში ლიეტუვის ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართული ბალეტ „მაკნატუნას“ ჩვენებას. სპექტაკლის შემდეგ ბავშვებისთვის მოეწყო საშობაო ვახშამი, ასევე თოვლის ბაბუასთან შეხვედრა და მათთვის საშობაო საჩუქრების გადაცემა. საღამოს დასასრულს კი ქართველმა დიზაინერმა ირაკლი ნასიძემ ლიეტუველი ბავშვებისთვის ხატვის გაკვეთილი ჩაატარა. კაუნასის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს ასევე გადეცათ საქართველოს შესახებ სამახსოვრო საჩუქრები. ქართველი დიზანერის საქველმოქმედო ჩვენების შედეგად მოგროვილი თანხით იგეგმება მთელი წლის განმავლობაში ბავშვთა სახლის „Solija“-ს ბინადარი ბავშვების ყოველდღიური სადილით უზრუნველყოფა და ბავშვთა სახლის შენობის შენახვისთვის საჭირო ხარჯების დაფარვა. საელჩო საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზებისა და განხორციელებისათვის მადლობას უხდის საფრანგეთში მოღვაწე ქართველ დიზაინერს ირაკლი ნასიძეს, ფონდს „Beautiful Heart Foundation“-ს, ქ-ნ Jolanta Sadauskiene-ს, პაჟაისლისის დედათა მონასტერს და წინამძღვარს დედა სილვიას, სასტუმრო კომპლექსს „Monte Pacis“, ბავშვთა სახლის „Solija“-ს დირექტორს რასა კოსტანტინავიჩიუტეს და ღონისძიების ყველა მხარდამჭერსა და დონორს.