საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის შეხვედრა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრთან

24 მაისს ლიეტუვაში საქართველოს ელჩმა ლევან ღვაჩლიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრთან ლინას ლინკევიჩიუსთან. 

შეხვედრის ფარგლებში, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებსა და გამორჩეულ მეგობრობას, რომელიც ტრადიციულად აკავშირებს საქართველოსა და ლიეტუვას. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ყველა მიმართულებით დინამიურად და წარმატებულად ვითარდება. საუბარი შეეხო მაღალი დონის ორმხრივ ვიზიტებს, რომლებიც ინტენსიურად ხორციელდება საქართველოსა და ლიეტუვას შორის. საუბრისას ხაზგასმული აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის საკითხზე, აგრეთვე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივების შესახებ. გარდა ამისა, საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უმძიმეს მდგომარეობას. 

შეხვედრისას მინისტრმა ქართულ მხარეს მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და წარმატებები უსურვა ელჩს მის საქმიანობაში.