საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სპექტაკლი "ოცნებისა და ნატვრის ხე"

23 მაისს საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით ქ. ვილნიუსის ოფიცერთა სახლში გაიმართა სპექტაკლი „ოცნებისა და ნატვრის ხე“. 

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან ღვაჩლიანმა. ელჩმა ხაზი გაუსვა ლიეტუვასა და საქართველოს შორის კულტურული ღონისძიებების გაცვლების მნიშვნელობას, ამასთან, მიესალმა ლიეტუვაში ქართული დიასპორული ორგანიზაციის "კახეთის" აქტიურ საქმიანობას და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მის ხელმძღვანელს ლევან სეფაშვილს.

 აღნიშნული სპექტაკლი საბჭოთა კავშირის პერიოდში რეპრესირებული ქართული და ლიეტუვური ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს. პიესის ავტორი და რეჟისორი ლიეტუვაში ქართული დიასპორული ორგანიზაცია „კახეთის“ ხელმძღვანელი ლევან სეფაშვილია. სპექტაკლი ლიეტუვურ ენაზეა დადგმული და ნაჩვენები იქნა ლიეტუვის რამდენიმე ქალაქში.