ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

განთავსების თარიღი: 07.10.2017

ლიტვის დედაქალაქში, უკვე ტრადიციად ქცეული დღესასწაული „თბილისობა ვილნიუსში“ ქ. ვილნიუსში მდებარე თბილისისსახელობის სკვერში გაიმართა

 
განთავსების თარიღი: 06.10.2017

საქართველოს ელჩი ლიტვაში ხათუნა სალუქვაძე სიტყვით გამოვიდა ვილნიუსის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის მიერორგანიზებულ კონფერენციაზე `The EU and Eastern Partnership Countries - An Inside-Out Analysis and Strategic Assesment`

 
განთავსების თარიღი: 02.10.2017

საქართველოს ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ ქ. ვილნიუსის სხვადასხვა უნივერსიტეტების ქართველსტუდენტებთან ტრადიციული გაცნობითი შეხვედრა გამართა

 
განთავსების თარიღი: 02.10.2017

ვილნიუსის უნივერსიტეტში ქართული ენის შემსწავლელი კურსი განახლდა

 
განთავსების თარიღი: 16.09.2017

საქართველოსა და ლიტვას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 23-ე წლისთავი აღინიშნა

 
განთავსების თარიღი: 15.09.2017

საქართველოს საელჩო ლიტვის რესპუბლიკაში აცხადებს სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის კონკურსს

 
განთავსების თარიღი: 15.09.2017

13 სექტემბერს საქართველოს ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ შეხვედრა გამართა ლიტვის ენერგეტიკის მინისტრთან ჟიგიმანტას ვაიჩიუნასთან

 
განთავსების თარიღი: 13.09.2017

12 სექტემბერს საქართველოს ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ შეხვედრა გამართა ლიტვის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრთან როკას მასიულისთან

 
განთავსების თარიღი: 13.09.2017

12 სექტემბერს ვილნიუსში კონსტიტუციური მართლმსაჯულების მსოფლიო კონფერენციის IV კონგრესი გაიხსნა

 
განთავსების თარიღი: 08.09.2017

ა. წ. 2 ოქტომბერს ვილნიუსის უნივერსიტეტში განახლდება ქართული ენის შემსწავლელი კურსი

 
განთავსების თარიღი: 05.09.2017

International Forum “Tbilisi Belt and Road Forum”

 
განთავსების თარიღი: 04.09.2017

საქართველოს საელჩოში ქართული ენის შემსწავლელი საკვირაო სკოლა განახლდება

 
განთავსების თარიღი: 08.08.2017

Statement of the Ministry of Foreign Affairs on the ninth anniversary of the Russia-Georgia war

 
განთავსების თარიღი: 07.08.2017

საქართველოს ელჩი ხათუნა სალუქვაძე სამუშაო ვიზიტით ეწვია ლიტვის ქ. პალანგას და ქ. კლაიპედას.

 
განთავსების თარიღი: 05.08.2017

ვულოცავთ საქართველოს ნაკრებს კალათბურთში ლიტვის საერთაშორისო ტურნირის მოგებას! ჩვენმა ბიჭებმა ტურნირის ფინალში მასპინძელი ლიტვა დაამარცხეს და გამარჯვება მოიპოვეს. 

 
განთავსების თარიღი: 12.07.2017

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვიცე-პრემიერად დაინიშნა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა

 
განთავსების თარიღი: 08.06.2017

8 ივნისს საქართველოს ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ მონაწილეობა მიიღო ქ. ვილნიუსში საგამოფენო დარბაზ LITEXPO-ში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა ArtVilnius’17-ის გახსნაზე. გამოფენა ლიტვის კულტურის მინისტრმა ლიანა რუოკიტე-ჯონსონმა გახსნა.

 
განთავსების თარიღი: 06.06.2017

5 ივნისს ვილნიუსის უნივერსიტეტში ქართული ენისა და კულტურის შემსწავლელი კურსების 2016-2017 სასწავლო წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ლიტველ სტუდენტებს გადაეცათ ქართული ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

 
განთავსების თარიღი: 05.06.2017

მიმდინარე წლის 3-4 ივნისს ლიტვის რეგიონებში გაიმართა ქალაქების ტრაკაის, ანიკშჩიაის, ლაზდიაის, ტაურაგეს და პანევეჟისის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი ტრადიციული კულტურული ღონისძიებები.

 
განთავსების თარიღი: 05.06.2017

1-5 ივნისს საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტთან და არასამთავრობო ორგანიზაცია „Baltic House“-თან თანამშრომლობით აჭარის რეგიონში განხორციელდა მედია ტური, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ლიტველი ჟურნალისტებით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა.

 
განთავსების თარიღი: 26.05.2017

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისი ტრადიციულად განსაკუთრებულად აღინიშნა ლიტვის რესპუბლიკაში.

 
განთავსების თარიღი: 25.05.2017

საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, 25 მაისს ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროში ქართული სამზარეულოს დღე "ქართული სადილი“ გაიმართა.

 
განთავსების თარიღი: 25.05.2017

ლიტვაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, 25 მაისს ქ. ვილნიუსში თბილისის სახელობის სკვერში ქართულ-ლიტვური პოეზიის ფესტივალი „პოეზიის გაზაფხული“გაიმართა.

 
განთავსების თარიღი: 24.05.2017

24 მაისს ლიტვის მხატვართა კავშირის გალერეაში ქართული ტიხრული მინანქრის გამოფენა „საქართველოს ფერები“ გახსნა გაიმართა.

 
განთავსების თარიღი: 19.05.2017

19 მაისს, საქართველოს ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ლიტვის პაბრადეს რაიონში გამართულ ნატო-ს მრავალეროვნულ სპეციალური ოპერაციების ძალთა სამხედრო წვრთნებში Flaming Sword 2017, რომელშიც ასევე ჩართულია ქართული შენაერთი.

 
განთავსების თარიღი: 09.05.2017

9 მაისს საქართველოს ელჩმა ხათუნა სალუქვაძე მონაწილეობა მიიღო ლიტვაში, ქ. ვილნიუსიდან 26 კმ-ში მდებარე, ევროპის გეოგრაფიულ ცენტრში ევროპის დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაში.

 
განთავსების თარიღი: 28.04.2017

28 აპრილს საქართველოს ელჩმა ლიტვაში ხათუნა სალუქვაძემ მონაწილეობა მიიღო ვილნიუსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში

 
განთავსების თარიღი: 26.04.2017

„ღვინის დღეები 2017“-ისადმი მიძღვნილ პრესკონფერენცია

 
განთავსების თარიღი: 13.04.2017

13 აპრილს ლიტვის საგანმანათლებლო მეცნიერებათა უნივერსიტეტში ქართული ენის დღე აღინიშნა

 
განთავსების თარიღი: 06.04.2017

საქართველოს ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ ლიტვის საგანმანათლებლო მეცნიერებათა უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში “ლიტუანისტიკა თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესებში” მიიღო მონაწილეობა

 
განთავსების თარიღი: 04.04.2017

4 აპრილს ხათუნა სალუქვაძემ გამართა შეხვედრა ლიტვის შინაგან საქმეთა მინისტრთან ეიმუტის მისიუნასთან

 
განთავსების თარიღი: 29.03.2017

საქართველოს მოქალაქეთა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის დაწყებასთან დაკავშირებით, ლიტვაში საქართველოს საელჩოსა და ლიტვის ოფიციალური სტრუქტურების თანამშრომლობით, 29 მარტს, ქუთაისი-ვილნიუსის ავიარეისით ლიტვაში ჩამოსული საქართველოს მოქალაქეებისათვის საგანგებო საზეიმო დახვედრა გაიმართა.

 
განთავსების თარიღი: 15.03.2017

15 მარტს ქ. ვილნიუსში გაიმართა ლიტვაში უცხო ქვეყნების საპატიო კონსულების პირველი ასამბლეა. 

 
განთავსების თარიღი: 23.02.2017

23 თებერვალს საქართველოს ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ შეხვედრა გამართა ლიტვის განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან იურგიტა პეტრაუსკიენესთან.

 
განთავსების თარიღი: 21.02.2017

21 თებერვალს, საქართველოს ელჩი ხათუნა სალუქვაძე სამუშაო ვიზიტით ეწვია ლიტვის ქ. დრუსკინინკაის.

 
განთავსების თარიღი: 09.02.2017

9 თებერვალს საქართველოს ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ გამართა შეხვედრა ლიტვის თავდაცვის მინისტრთან რაიმუნდას კარობლისთან.

 
განთავსების თარიღი: 06.02.2017

6 თებერვალს ხათუნა სალუქვაძემ გამართა შეხვედრა ლიტვის პრემიერ-მინისტრთან საულიუს სკვერნელისთან

 
განთავსების თარიღი: 31.01.2017

31 იანვარს საქართველოს ელჩმა ლიტვის რესპუბლიკაში ხათუნა სალუქვაძემ გამართა შეხვედრა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის ახლადდანიშნულ მოადგილესთან დარიუს სკუსევიჩიუსთან.

 
განთავსების თარიღი: 30.01.2017

30 იანვარს ვილნიუსის უნივერსიტეტში ქართული ენისა და კულტურის შემსწავლელი კურსების პირველი სემესტრის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ლიტველ სტუდენტებს გადაეცათ ქართული ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი სერტიფიკატები. 

 
განთავსების თარიღი: 24.01.2017

24 იანვარს ქ. ვილნიუსში ლიტვის მხატვართა კავშირის გალერეაში ლიტვაში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებული გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე „მალე გაზაფხული მოვა“ წარმოდგენილია ქართველი მხატვრების - ნინო ჩაკვეტაძის და ბუბა არაბულის ფერწერული ნამუშევრები.

 
განთავსების თარიღი: 20.01.2017

20 იანვარს, ვილნიუსში გაიხსნა ტურიზმის და მოგზაურობის საერთაშორისო გამოფენა „Adventur 2017”, სადაც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული.

 
განთავსების თარიღი: 19.01.2017

19 იანვარს საქართველოს ელჩი ხათუნა სალუქვაძე ლიტვის ქ. კლაიპედას ეწვია სამუშაო ვიზიტით.

 
განთავსების თარიღი: 19.01.2017

19 იანვარს, ლიტვის ქ. კლაიპედაში, თანამედროვე ქართველი მხატვრების გამოფენა “მომავლის ჯაშუში“ (Spying Future) გაიხსნა.

 
განთავსების თარიღი: 10.01.2017

10 იანვარს საქართველოს ელჩი ხათუნა სალუქვაძე ლიტვის ეკონომიკის მინისტრს მინდაუგას სენკევიჩიუსს შეხვდა. ელჩმა ბ-ნ სენკევიჩიუსს მიულოცა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა.

 
განთავსების თარიღი: 10.01.2017

10 იანვარს საქართველოს ელჩი ხათუნა სალუქვაძე ლიტვის განათლების მინისტრს ლიანა რუოკიტე-ჯონსონს შეხვდა.

 
განთავსების თარიღი: 12.12.2016

12 დეკემბერს, საქართველოს ელჩმა ლიტვის რესპუბლიკაში ხათუნა სალუქვაძემ გამართა შეხვედრა ლიტვის სეიმის სპიკერთან ვიქტორას პრანცკიეტისთან.

 
განთავსების თარიღი: 06.12.2016

On 30 November 2016 the Ambassador of Georgia to Lithuania Khatuna Salukvadze held a meeting with the Inter-parliamentary Relations Group with Georgia chaired by Mr. Žygimantas Pavilionis of the newly elected Parliament (Seimas) of the Republic of Lithuania. 

 
განთავსების თარიღი: 25.11.2016

საქართველოს საელჩოში ქართული ენის შემსწავლელი საკვირაო სკოლა განახლდება 

 
განთავსების თარიღი: 25.11.2016

25 ნოემბერს, საქართველოს საელჩოს მრჩეველმა ირაკლი გიგაურმა შეხვედრა გამართა ვილნიუსის კოლეგიის, ბიზნესის მართვის ფაკულტეტის სტუდენტებთან.

 
განთავსების თარიღი: 24.11.2016

ლიტვის ახლადარჩეულ პარლამენტში საქართველოსთან საპარლამენტო თანამშრომლობის ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფის თავმჯდომარედ აირჩიეს ლიტვის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრი ბ-ნი ჟიგიმანტას პავილიონისი. 

 
განთავსების თარიღი: 18.11.2016

16-18 ნოემბერს ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენელებმა მონაწილეობა მიიღეს ნატო-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრის მიერ გამართულ კონფერენციაში ''Innovative Energy Solutions for Military Application'' (IESMA 2016)

 
განთავსების თარიღი: 09.11.2016

2016 წლის 9 ნოემბრიდან ვილნიუსის უნივერსიტეტში საქართველოს საელჩოსა და ვილნიუსის უნივერსიტეტის უცხო ენათა ინსტიტუტის საერთო პროექტის ფარგლებში განახლდა ქართული ენისა და კულტურის შემსწავლელი კურსები

 
განთავსების თარიღი: 07.11.2016

7 ნოემბერს, საქართველოს საელჩოს, ლიტვის დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერთა კლუბის და ლიტვის ალპინისტთა ასოციაციის ორგანიზებით ლიტვის პარლამენტის ბალტიის ასამბლეის დარბაზში ლიტვა-საქართველოს ურთიერთობებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

 
განთავსების თარიღი: 07.11.2016

7 ნოემბერს, ლიტვაში საქართველოს საელჩოს, ლიტვის დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერთა კლუბის და ლიტვის ალპინისტთა ასოციაციის ორგანიზებით, ლიტვის პარლამენტის საგამოფენო დარბაზში გაიმართა გამოფენები „ კავკასია 2016 “ და „ ლიტვა-საქართველოს ისტორიული ურთიერთობები “.

 
განთავსების თარიღი: 01.11.2016

29 ოქტომბერს, ლიტვის დედაქალაქში, საქართველოს საელჩოსა და ვილნიუსის მერიის ორგანიზებით უკვე მეორედ გაიმართა „თბილისობის“ აღსანიშნავი დღესასწაული. წელს „თბილისობა ვილნიუსში 2016“ ქ. ვილნიუსში მდებარე თბილისის სახელობის სკვერში გაიმართა.

 
განთავსების თარიღი: 28.09.2016

28 სექტემბერს ლიტვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს მოქალაქეებისათვის შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის მინიჭების მხარდამჭერი განცხადება მიიღო

 
განთავსების თარიღი: 26.09.2016

26 სექტემბერს, ქ. ვილნიუსში, "ევროპული ენების დღის“ აღსანიშნავად ლიტველი მოსწავლეებისთვის ქართული ენის შესახებ გაცნობითი სახის პრეზენტაცია და სემინარი ჩატარდა

 
განთავსების თარიღი: 19.09.2016

19 სექტემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიტვის რესპუბლიკაში ხათუნა სალუქვაძემ გამართა შეხვედრა ლიტვის სეიმის წევრებთან

 
განთავსების თარიღი: 14.09.2016

Georgia is gearing up for parliamentary elections on 8 October 2016, set to mark another milestone in the consolidation of Georgia’s democracy. Here what you should know about the vote

 
განთავსების თარიღი: 02.09.2016

გაცნობებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 3 ივნისის N03/06/02 განკარგულებით, საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები დანიშნულია 2016 წლის 8 ოქტომბერს.

 
განთავსების თარიღი: 12.08.2016

12 აგვისტოს, ლიტვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ მონაწილეობა მიიღო ვილნიუსის აღმოსავლეთ ევროპის კვლევათა ცენტრში (EESC) ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაში სახელწოდებით „Georgia`s European and Euro Atlantic Integration: Quo Vadis?“

 
განთავსების თარიღი: 15.04.2016

lithuania/_დღე.jpg

14 აპრილს, ქართული ენის დღე ვილნიუსის უნივერსიტეტში აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში, რომელიც ასევე შოთა რუსთაველის 850 წლისთავის იუბილეს მიეძღვნა, გაიმართა ქართული ენის შესახებ პრეზენტაცია, ჩატარდა პირველი საერთაშორისო სმენითი კარნახი ქართულ ენაზე და აქცია - „ვცადოთ ქართულად წერა“ ლიტველი სტუმრების მონაწილეობით

 
განთავსების თარიღი: 07.04.2016

lithuania/_11.jpg

ვიზიტის ფარგლებში, შედგა საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ალგირდას ბუტკევიჩიუსთან, სეიმის თავმჯდომარესთან ლორეტა გრაუჟინიენესთან, ვიცე-სპიკერთან გედიმინას კირკილასთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ლინას ლინკევიჩიუსთან

 
განთავსების თარიღი: 08.03.2016

lithuania/_ელჩები.jpg

საქართველოს ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ, ლიტვაში აკრედიტებულ ქალ ელჩებთან ერთად, პრეს-კონფერენცია გამართა ლიტვური მედიისათვის 

 
განთავსების თარიღი: 12.02.2016

lithuania/biznes_shexvedra.jpg

საქართველოს ელჩი ხათუნა სალუქვაძე ლიტვის ბიზნესმენ ქალთა ასოციაციას ეწცია

 
განთავსების თარიღი: 17.12.2015

lithuania/_გახსნა.jpg

საქართველოს ახლადდანიშნული საპატიო კონსული ლიტვის რესპუბლიკაში ბ-ნი კაზიმირას მუსტეიკისია

 
განთავსების თარიღი: 05.12.2015

lithuania/12341163_847582065340244_5809901539734371822_n.jpg

საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ვილნიუსში გამართულ საერთაშორისო საშობაო საქველმოქმედო ბაზრობაში

 
განთავსების თარიღი: 06.11.2015

ვილნიუსში თბილისის სახელობის სკვერი გაიხსნა. საზეიმო ღონისძიებაში საქართველოსა და ლიტვის პრემიერ-მინისტრებმა მიიღეს მონაწილეობა. "ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და მჭიდრო პარტნიორობის ნათელი დემონსტრირება" - ასე შეაფასეს სკვერის გახსნა ირაკლი ღარიბაშვილმა და ალგირდას ბუტკევიჩიუსმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლიტველ კოლეგას, ვილნიუსის მერს და ღონისძიების ორგანიზებაში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა.

 
განთავსების თარიღი: 06.11.2015

17 ოქტომბერს, ლიტვის დედაქალაქში, საქართველოს საელჩოს და ვილნიუსის მერიის ორგანიზებით პირველად გაიმართა „თბილისობის" აღსანიშნავი დღესასწაული. ვილნიუსის ძველ ქალაქში, ქალაქის რატუშამ ქართული ფოლკლორის კონცერტს უმასპინძლა, ქუთასის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის შესრულებით.

 
განთავსების თარიღი: 05.11.2015

ვილნიუსში საქართველო-ლიტვის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომა გაიმართა

5 ნოემბერს ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში საქართველო-ლიტვის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომა. საქართველოს მხრიდან კომისიას თავმჯდომარეობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ლიტვის მხრიდან კი - ლიტვის ეკონომიკის მინისტრი ევალდას გუსტასი.

 
განთავსების თარიღი: 04.11.2015

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი ლიტვის რესპუბლიკაში დაიწყო.ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს ლიტვის ეკონომიკის მინისტრი ევალდას გუსტასი დახვდა.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლიტვას სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში შედიან - საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე.

 
განთავსების თარიღი: 17.10.2015

განათლების საერთაშორისო ცენტრი ახალ პროგრამას იწყებს

განათლების საერთაშორისო ცენტრი „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების პროგრამას" იწყებს. პროგრამის საშუალებით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ, შესაძლებლობა მიეცემათ ერთწლიანი მანდატით გახდნენ „ახალგაზრდა ელჩები\" ადგილსამყოფელ ქვეყნებში და მოახდინონ მათი თანატოლი ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების ინფორმირება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და ისტორიის შესახებ.

 
განთავსების თარიღი: 01.10.2015

საქართველოს საელჩო ლიტვაში მოხარულია გაცნობოთ, რომ 2015 წლის 21 სექტემბრიდან ვილნიუსის უნივერსიტეტში გაიხსნება ქართული ენის შემსწავლელი კურსი. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, პროფესორი მარიამ მანჯგალაძე მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში გაუძღვება ქართული ენის შემსწავლელ კურსს უცხოელებისთვის, მსმენელები დაეუფლებიან ქართულად საუბრისა და კომუნიკაციის უნარებს, გაეცნობიან ქართული კულტურის, ენისა და ლიტერატურის შესახებ საინტერესო საკითხებს.

 
განთავსების თარიღი: 30.09.2015

2015 წლის 5 ოქტომბერს, სსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული მეცნიერების ფონდთან და ტენესის უნივერსიტეტთან ერთად, თბილისში თერმოფილური მიკროორგანიზმების ბიოლოგიასა და ბიოტექნოლოგიაზე პირველ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს.

 
განთავსების თარიღი: 28.09.2015

საქართველოსა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრები გაერო-ს გენერალური ასაბლეის ფარგლებში შეხვდნენ ერთმანეთს. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმდინარე დინამიკას, ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესს და ამ მხრივ საქართველოს მოლოდინებს. ლინას ლინკევიჩუსმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დროს კვლავ გამოხატა ლიტვის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.ლიტველმა კოლეგამ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ბ-ნი გიორგი კვირიკაშვილი ლიტვაში მიიწვია.

 
განთავსების თარიღი: 28.09.2015

საქართველოს საელჩომ ლიტვაში და ლიტვის საგანმანათლებლო მეცნიერებათა უნივერსიტეტმა, "ევროპული ენების დღის" აღსანიშნავად შოთა რუსთაველის პოემის „ვეფხისტყაოსნის" საჯარო კითხვა მოაწყვეს.„ვეფხისტყაოსანი" ლიტვაში მყოფმა სტუდენტებმა 18 ევროპულ ენაზე წაიკითხეს. ღონისძიება გახსნეს საქართველოს ელჩმა ლიტვაში ქ-ნმა ხათუნა სალუქვაძემ, ლიტვის განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქ-ნმა გენოვიეტა კრაშაუსკიენემ, ლიტვის საგანმანათლებლო მეცნიერებათა უნივერსიტეტის, ენისა და კომუნიკაციის კათედრის პროფესორმა ბ-ნი ვიდას კავალაუსკასმა და სხვა საპატიო სტუმრებმა.ღონისძიების დასასრულს ქართული ენის და პოეზის გულშემატკივრებს საშუალება ჰქონდათ წაეკითხათ „ვეფხისტყაოსანი" მათთვის სასურველ ენაზე. საქართველოს ელჩმა მონაწილეები სამადლობელო სიგელებით დააჯილდოვა.ღონისძიების მხარდამჭერია ევროპის კომისიის ოფისი ლიტვაში.

 
განთავსების თარიღი: 18.09.2015

საქართველოსა და ლიტვის იუსტიციის მინისტრებს შორის შეხვედრა დღეს ვილნიუსში, ლიტვის იუსტიციის სამინისტროში, გაიმართა.

თეა წულუკიანმა და იუზას ბერნატონისმა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რეფორმები განიხილეს.

 
განთავსების თარიღი: 18.09.2015

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს დღეს ვილნიუსში შეხვდა. ლინას ლინკიავიჩუსთან შეხვედრის ძირითადი ნაწილი ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგისა და ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში მიღწეული პროგრესის შეფასებას დაეთმო. იუსტიციის მინისტრმა ვრცლად ისაუბრა იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული რეფორმების, მათ შორის, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის შესახებ.

 
განთავსების თარიღი: 16.09.2015

2015 წლის 14-17 სექტემბერს ქ. ვილნიუსში ტარდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 65-ე სესია სადისკუსიო საკითხზე- პარტნიორობა ჯანდაცვაში ევროპის რეგიონში. პანელის მუშაობაში მონაწილეობდნენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის (WHO EURO) რეგიონული დირექტორი, ქალბატონი ჟუჟანა ჯაკაბი, გლობალური ფონდის (Global Fund) დირექტორი, ბატონი მარკ დაიბლი, ვაქცინებისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსის (GAVI) დირექტორის მოადგილე, ქალბატონი ანურადა გუპტა, მოლდავეთის ჯანმრთელობის მინისტრი, შვედეთის საბჭოს, შვედეთის საბჭოს ჯანმრთელობისა და სოციალური კეთილდღეობის ბორდის წარმომადგენელი და ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ბატონი ამირან გამყრელიძე.

 
განთავსების თარიღი: 16.09.2015

თბილისში, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ღია მმართველობის პარტნიორობის საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ლიტვის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარის მოადგილესთან, ვიდას გედვილასთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.

 
განთავსების თარიღი: 14.09.2015

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს, ლინას ლინკევიჩიუს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ხიდაშელმა განმარტა, რომ ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ზედმიწევნით ზუსტად ხედავს იმ საფრთხეებსა და გამოწვევებს, რომლებიც საქართველოს და ზოგადად, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის წინაშე დგას.

 
განთავსების თარიღი: 14.09.2015

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტს დალია გრიბაუსკაიტეს შეხვდა. ოფიციალური შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ლიტვის ეროვნული თავდაცვის მინისტრი იუზას ოლეკასი და ლიტვის თავდაცვის ატაშე საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკი დაინიუს კატილიუსი. ლიტვის პრეზიდენტმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების საკითხში მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

 
განთავსების თარიღი: 11.09.2015

საქართველოს საელჩო ლიტვაში მოხარულია გაცნობოთ, რომ 2015 წლის 21 სექტემბრიდან ვილნიუსის უნივერსიტეტში გაიხსნება ქართული ენის შემსწავლელი კურსი. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, პროფესორი მარიამ მანჯგალაძე მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში გაუძღვება ქართული ენის შემსწავლელ კურსს უცხოელებისთვის, მსმენელები დაეუფლებიან ქართულად საუბრისა და კომუნიკაციის უნარებს, გაეცნობიან ქართული კულტურის, ენისა და ლიტერატურის შესახებ საინტერესო საკითხებს.ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ, ორშაბათსა და ოთხშაბათს 17:00 სთ-ზე. კურსზე დასწრება თავისუფალია სტუდენტებისა და ქართული ენის შესწავლით დაინტერესებული პირებისათვის.გთხოვთ, მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე:ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენების ფაკულტეტი, აუდიტორია UKI 4უნივერსიტეტის ქუჩა N5, ქ. ვილნიუსიტელ.: +370 5 268 7266roma.kriauciuniene@uki.vu.lt

 
განთავსების თარიღი: 10.09.2015

25 სექტემბერს ლიტვაში ჩამოდის თბილისის კოტე მარჯანიშვილის თეატრი ვილიამ შექსპირის სპექტაკლით „როგორც გენებოთ". ბილეთბის შეძენა შეგიძლიათ: http://www.tiketa.lt/LT/tbilisio_mardzanisvili_teatras_gruzija__kaip_jums_patinka_as_you_like_it_13402

 
განთავსების თარიღი: 03.09.2015

ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი გიორგი კვირიკაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს და თავისი მოვალეობების შესრულებაში წარმატებას უსურვებს.

„მწამს, რომ საქართველოს მიერ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი მტკიცე და შეუქცევადია. საქართველოს მთავრობის მზაობა გააგრძელოს აუცილებელი რეფორმების კურსი მას საბოლოო მიზნების მიღწევაში დაეხმარება" - ნათქვამია ლინას ლინკევიჩუსის წერილში, რომელიც თავის ქართველ კოლეგას საგარეო საქმეთა მინისტრად ყოფნის პერიოდში სრულ მხარდაჭერასა და დახმარებას პირდება.

 
განთავსების თარიღი: 02.09.2015

2015 წლის 2 სექტემბერს, თბილისში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა „ამბასადორიალი 2015" გაიხსნა. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. მან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი წარუდგინა: „ბატონ გიორგის აქვს ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ჩვენ დაგვეხმარება, რომ ვაწარმოოთ ისეთი საგარეო პოლიტიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად იქნება დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან. ასევე მინდა გითხრათ, რომ ბატონ გიორგის აქვს ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები, რაც რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს ამ ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადაყვანას. ასე რომ ქვეყნის მთავარი გზავნილი, არის ის, რომ ვიცე პრემიერი იქნება საგარეო საქმეთა მინისტრი, რაც ნიშნავს ძალიან ბევრს".

 
განთავსების თარიღი: 26.08.2015

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გენერალური მდივნის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. იენს სტოლტენბერგს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე დახვდნენ.

 
განთავსების თარიღი: 25.08.2015

ლიტვის ქალაქ შაულიაში სამხატვრო ფესტივალ „ანიმა მუნდის" ფარგლებში გაიმართა ქართველი მხატვრების ნამუშევრების გემოფენა. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ნამუშევრები 9 ქვეყნიდან.გამოფენაზე მოსულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ქ. შაულიაის მერმა ბ-ნმა არტურას ვისოცკასმა, საქართველოს საელჩოს მრჩეველმა მარიამ კასრაძემ და ლიტვაში აკრედიტებული სხვა საელჩოების წარმომადგენლებმა.გამოფენა ქ. შაულიაიში 30 აგვისტომდე გაგრძელდება.

 
განთავსების თარიღი: 25.08.2015

ლიტვის სეიმში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, 2008 წლის აგვისტოს ომის ამსახველი ფოტო-გამოფენა გაიხსნა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ფოტოჟურნალისტის ჯონ ჯონსის ნამუშეევრები, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების ისტორიას ასახავს. ღონისძიებაზე საქართველოს საელჩომ ასევე წარმოადგინა იმიტირებული კონსტრუქცია - ე.წ. "საზღვარზე" განლაგებული მავთულხლართები.

 
განთავსების თარიღი: 07.08.2015

2015 წლის 7 აგვისტოს 7 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის განხორციელებისა და სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს რეგიონების ოკუპაციიდან. 2008 წლის აგვისტოს ომის შვიდი წლის თავზე საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი კვლავაც ოკუპირებულია, რის შედეგად უხეშად ირღვევა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები, ხოლო ეთნიკური წმენდის ასობით ათასობით მსხვერპლს არ ეძლევა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლება.

 
განთავსების თარიღი: 28.07.2015

ელექტრონული ვიზის პორტალი https://www.youtube.com/watch?v=rYJz8Xj4PnE&feature=youtu.be

 
განთავსების თარიღი: 23.07.2015

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ლიტველ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა. გიორგი მარგველაშვილმა დალია გრიბაუსკაიტეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწაფების ურყევი მხარდაჭერისთვის.

 
განთავსების თარიღი: 23.06.2015

3-7 ივლისს, თბილისის ზღვის ახალ ქალაქში გაიმართება მუსიკალური ფესტივალი "Tbilisi Open Air 2015". ფესტივალი არის კავკასიის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ღონისძიება. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: http://tbilisiopenair.ge/en

 
განთავსების თარიღი: 22.06.2015

საქართველოს ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ შეხვედრა გამართა ლიტვის რესპუბლიკის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსთან ქ-ნ იურგიტა კაზლაუსკიენესთან. შეხვედრისას საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას ტურიზმის დარგში, ამასთან მხარეებმა განიხილეს საქართველოს მონაწილეობა სხვადასხვა სახის საერთაშორისო პროექტებში.

 
განთავსების თარიღი: 22.06.2015

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაარსდა ყოველწლიური მაღალი დონის ფორუმი სახელწოდებით „თბილისის აბრეშუმის გზა", რაც გულისხმობს დაინტერესებული სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ყოველწლიური მაღალი დონის შეხვედრას.

 
განთავსების თარიღი: 18.06.2015

გაცნობებთ, რომ თბილისის წყალდიდობის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად შეგიძლიათ დახმარება გადარიცხოთ ლიტვის ადგილობრივ ბანკში გახსნილ სპეციალური ანგარიშზე. ბანკი: Swedbankანგარიში: LT49 7300 0101 4347 9537მიმღები: საქართველოს საელჩო

 
განთავსების თარიღი: 18.06.2015

საქართველოს ელჩმა ქ-ნმა ხათუნა სალუქვაძემ შეხვედრა გამართა ლიტვის ქ. შაიულაის მერთან ბ-ნ არტურას ვისოცკასთან, რომელიც ვილნიუსში სპეციალურად ჩამოვიდა, რათა გამოეხატა გულისტკივილი და თანაგრძნობა თბილისში 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად ადამიანთა დაღუპვისა და ქალაქისთვის მიყენებული ზიანის გამო.

 
განთავსების თარიღი: 16.06.2015

ლიტვის ქალაქ შაულიაში თბილისში წყალდიდობით დაზარალებულთა დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. კონცერტის ორგანიზატორები იყვნენ ფესტივალ „ანიმა მუნდ"-ის საინიციატივო ჯგუფი, ლიტვაში საქართველოს საელჩო, ლიტველი მხატვრები და მუსიკოსები.

 
განთავსების თარიღი: 16.06.2015

ლიტველების მხარდაჭერა წყალდიდობისგან დაზარალებულ თბილისს ლიტველი ხელოვანები - ფესტივალ „ანიმა მუნდ"-ის საინიციატივო ჯგუფი, ლიტვაში საქართველოს საელჩოსთან ერთად, ასევე ქ. შაულაის მხატვრებსა და მუსიკოსებთან ერთად, საქართველოს მხარდასაჭერ კონცერტს გაუწევენ ორგანიზებას.

 

 
განთავსების თარიღი: 15.06.2015

ლიტვის სეიმის სპიკერი ლორეტა გრაუჟინიენე, სეიმისა და საკუთარი სახელით ღრმა მწუხარებას უცხადებს საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს ბ-ნ დავით უსუფაშვილს, 13 ივნისს თბილისში სტიქიის შედეგად დაღუპული მოქალაქეების გამო.

 
განთავსების თარიღი: 15.06.2015

„დიდი მწუხარებით შევიტყვე თბილისში მომხდარი სტიქიის შესახებ, რაც გახდა ადამიანთა დაღუპვისა და ქალაქისთვის დიდი ზიანის მიყენების მიზეზი. საკუთარი და მთლიანად ლიტველი ხალხის სახელით მინდა გამოვხატო გულწრფელი თანაგრძნობა და მხარდაჭერა დაზარალებულ ოჯახებისა და მათ ახლობლების, თქვენი და სრულიად საქართველოს მიმართ". - უსამძიმრებს ლიტვის პრეზიდენტი ქ-ნი დალია გრიბაუსკაიტე საქართველოს პრეზიდენტს.

 
განთავსების თარიღი: 08.06.2015

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ლიტველ კოლეგას იუოზას ოლეკასს შეხვდა. შეხვედრა არაფორმალურ ვითარებაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. იუოზას ოლეკასი ავღანეთიდან ლიტვაში ბრუნდება.

 

 
განთავსების თარიღი: 05.06.2015

დღეს, ვილნიუსის უნივერსიტეტში ქართული ენის შემსწავლელი კურსის დამამთავრებელი ლექცია გაიმართა. სასწავლო წლის ბოლო ლექციას ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი ხათუნა სალუქვაძე, ვილნიუსის უნივერსიტეტის უცხო ენების ფაკულტეტის ხელმძღვანელი რომა კრაუჩიუნიენე და კურსის ხელმძღვანელი ნინო შარაშენიძე.

 

 
განთავსების თარიღი: 30.05.2015

30 მაისს, ლიტვის საქართველოს საელჩომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას უმასპინძლა.

 
განთავსების თარიღი: 26.05.2015

26 მაისს, ვილნიუსის მთავარ მოედანზე, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ლიტველმა ახალგაზრდებმა და სკოლის მოსწავლეებმა საზეიმოდ გაშალეს საქართველოს გიგანტური დროშა, რომელიც გარშემორტყმული იყო ლიტვის დროშით.

 

 
განთავსების თარიღი: 25.05.2015
 
განთავსების თარიღი: 24.05.2015

თუ გსურთ რომ ლიტვიდან უგულშემატკივროთ ქართველ შემსრულებელს ნინა სუბლატს დარეკეთ ნომერზე 1670 ან გააგზავნეთ მოკლე ტექსტური შეტყობინება ნომერზე 1479 და მიუთითეთ ტექტსტში 23.

 
განთავსების თარიღი: 22.05.2015

საქართველოს ელჩმა, ხათუნა სალუქვაძემ, შეხვედრა გამართა ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტის ლექტორთან, პროფესორ ზიგმას ლიდეკასთან და უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან. შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტის თანამშრომლობის გაღრმავებაზე თბილისის ი.ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტთან, თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტთან და კავკასიის უნივერსიტეტთან.

 
განთავსების თარიღი: 22.05.2015

საქართველოს ელჩი ლიტვაში, ქ-ნი ხათუნა სალუქვაძე, ლიტვის ქალაქ კაუნასს ეწვია, სადაც მან შეხვედრა გამართა კაუნასის ახლადარჩეულ მერთან, ბ-ნ ვისვალდას მატიჟოსაიტისთან. შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური, კულტურული, საგანმანათლებლო და რეგიონალური სახის პროექტების განხორციელებაზე. ასევე განიხილეს კაუნასისა და ქუთაისის, როგორც დამეგობრებული ქალაქების, ურთიერთობა.

 

 
განთავსების თარიღი: 13.05.2015

საქართველოს ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ შეხვედრა გამართა ნატო-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრის დირექტორთან, ბ-ნ გინტარას ბაგდონასთან. საუბრისას, მხარეებმა მიმოიხილეს ცენტრის მიმდინარე საქმიანობა და მომავალი გეგმები, ასევე ცენტრსა და ქართულ მხარეს შორის თანამშრომლობის გააქტიურების შესაძლებლობები.

 

 
განთავსების თარიღი: 08.05.2015

საქართველოს ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ ქ. ვილნიუსის პანერაის მემორიალზე გვირგვინით შეამკო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა საფლავები.

 
განთავსების თარიღი: 05.05.2015

საქართველოს ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ ლიტვის შინაგან საქმეთა მინისტრთან ბ-ნ საულიუს სკვერნელისთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

 
განთავსების თარიღი: 30.04.2015

საქართველოს ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ შეხვედრა გამართა ქ. ვილნიუსის ახალარჩეულ მერთან, ბ-ნ რემიგიუს შიმაშიუსთან.

 
განთავსების თარიღი: 15.04.2015

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ლიტვის ელჩის იონას პასლაუსკას საქმიანობის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით გამოსამშვიდობებელ საღამოს უმანსპინძლა.

 
განთავსების თარიღი: 08.04.2015

ლიტვაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ქ-მა ხათუნა სალუქვაძემ ინტერვიუ მისცა გაზეთს „Lietuvos rytas" სახელწოდებით „საქართველოს შემდეგ რატომ აიღეს ტანკებმა გეზი ყირიმისაკენ".

http://www.lrytas.lt/-14277198851427570039-ambasador%C4%97-atskleid%C4%97-kod%C4%97l-po-gruzijos-tankai-pasuko-%C4%AF-krym%C4%85.htm

 
განთავსების თარიღი: 25.03.2015

ა.წ. 25 მარტს, ლიტვის რესპუბლიკის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტმა მიიღო განცხადება საქართველოს რეგიონების -აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართ რუსეთის ფედერაციის მიერ "მცოცავი\" ანექსიის განხორციელების შესახებ.

 

 
განთავსების თარიღი: 25.03.2015

საქართველოს ელჩის, ხათუნა სალუქვაძის და თავდაცვის ატაშეს, ზურაბ თომაურის ინტერვიუ გაზეთში "ლიეტუვოს ჟინიოს": "საქართველოში განხორციელებული აგრესია - გაკვეთილი ლიტვის ეროვნული უსაფრთხოებისათვის"

http://lzinios.lt/lzinios/Lietuvoje/agresija-patyrusios-gruzijos-pamokos-lietuvai/199085

 
განთავსების თარიღი: 23.03.2015

20 მარტს გამართულ ბალტიის ასამბლეის კონფერენციაზე - "აღმოსავლეთ პარტნიორობა ვილნიუსიდან რიგამდე: მიღწევები, გამოწვევები და მომავლის პერსპექტივები"

 
განთავსების თარიღი: 18.03.2015

ქალბატონ ხათუნა სალუქვაძის ინტერვიუ BPN-ზე, ავტორი მარი ჯავახიშვილი

http://www.bpn.ge/persona/10202-qalbatoni-elchi.html?lang=ka-GE

 
განთავსების თარიღი: 11.03.2015

დღეს ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავია, საქართველოს საელჩო ლიტვაში ულოცავს ლიტველ ხალხს ამ მნიშვნელოვან თარიღს!

 
განთავსების თარიღი: 11.03.2015

საქართველოს ელჩის ინტერვიუ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებულ სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით.

http://kauno.diena.lt/naujienos/pasaulis/ekonomika-ir-politika/rusijos-pratybos-abchazijoje-ir-pietu-osetijoje-pazeidzia-isipareigojimus-679783#.VQAxUY6UeSp

 
განთავსების თარიღი: 10.03.2015

ლიტვის პარლამენტის სპიკერმა, ქ-ნმა ლორეტა გრაუჟინიენემ და საქართველოს ელჩმა ქ-ნმა ხათუნა სალუქვაძემ საზეიმოდ გახსნეს გამოფენა "ლიტვა-საქართველოს ისტორიული კავშირები".

 
განთავსების თარიღი: 09.03.2015

https://www.geoconsul.gov.ge/ საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი ვებ-გვერდი, რომელიც საქართველოსა და უცხოელ მოქალაქეებს საკონსულო მომსახურების გამარტივებულად მიღებაში დაგეხმარებათ!

 
განთავსების თარიღი: 04.03.2015

განათლება ლიტვაში - სასარგებლო ინფორმაცია ქართველი სტუდენტებისთვის!

https://www.youtube.com/watch?v=pKZr11ZXOkM

 
განთავსების თარიღი: 02.03.2015

"ლიტვაში ყოველწლიურად იზრდება გაცვლითი პროგრამებით ჩამოსული ქართველი სტუდენტების რიცხვი და უმაღლეს სასწავლებლებს შორის დამყარებული ურთიერთობა. ასევე ძალიან დიდი პოტენციალია იმისთვის, რომ მოხდეს უფრო მეტი გაღრმავება არა მხოლოდ სასწავლო პროგრამების, არამედ კვლევითი პროგრამებისთვის, რადგან საქართველოს უმაღლესი განათლების რეფორმირებისთვის აუცილებელია ორი ინტეგრირებული მიმართულება - სწავლება და კვლევა ერთნაირად იყოს გაღრმავებული", - აღნიშნავს ლიტვაში საქართველოს ელჩი ხათუნა სალუქვაძე.

 
განთავსების თარიღი: 25.02.2015

ქართული ენის სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!კვირას, 1 მარტს, განახლდება ქართული ენის შესასწავლი საკვირაო სკოლა. სკოლა ფუნქციონირებს საქართველოს საელჩოში. დაინტერესებული პირები დაუკავშირდით ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს ქ-ნ ნინო შარაშენიძეს +370 686 91 423.სწავლა ჩატარდება ორი ასაკობრივი ჯგუფისთვის:12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის 12:00 საათზე 12 წლის ზევით ასაკის ბავშვებისთვის 13:00 საათზეგაკვეთილები ჩატარდება კვირაში ერთხელ, კვირა დღეს.მისამართი: ქ. ვილნიუსი პოშკოს 13.

 
განთავსების თარიღი: 16.02.2015

16 თებერვალს, ლიტვის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ხათუნა სალუქვაძე ქ. იონავას ეწვია.

 
განთავსების თარიღი: 13.02.2015

მიმდინარეობს რეგისტრაცია ვილნიუსის უნივერსიტეტში არსებულ ქართული ენის შემსწავლელ კურსზე!

 
განთავსების თარიღი: 27.01.2015

საქართველოსა და ლიტვას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.დოკუმენტს ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა მოაწერეს ხელი.ხელმოწერის ცერემონიამდე ირაკლი ღარიბაშვილმა და ალგირდას ბუტკევიჩიუსმა საქართველო-ლიტვის ბიზნესფორუმი გახსნეს, რომელშიც 100-ზე მეტი ბიზნესმენი მონაწილეობს.

 
განთავსების თარიღი: 22.11.2014

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოხატავს 2014 წლის 20 ნოემბერს, რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების თაობაზე, რომელიც საქართველოს განუყოფელ ნაწილთან - აფხაზეთთან "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ხელშეკრულების შეთანხმებული ვარიანტის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისათვის ხელმოსაწერად გადაგზავნას ითვალისწინებს.

 
განთავსების თარიღი: 12.11.2014

2014 წლის 11 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა თამარ ბერუჩაშვილმა დაიკავა.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრი მთავრობის კანცელარიაში წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა თამარ ბერუჩაშვილის დიპლომატიურ სფეროსა და სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის მრავალწლიან გამოცდილებას. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია არის ქართველი ხალხის არჩევანი და ურყევი ნება.

 
განთავსების თარიღი: 24.10.2014

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 22 ოქტომბერს კანადის პარლამენტზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც საპატიო ყარაულის წარმომადგენელი დაიღუპა.

 
განთავსების თარიღი: 05.09.2014

 

 

 

2014 წლის 1-ლი სექტემბრიდან, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების 431-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო შეთანხმების კონკრეტული მუხლების დროებითი გამოყენება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დროებით ძალაში შევიდა ასოცირების შეთანხმების დაახლოებით 80% , ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) კომპონენტის ჩათვლით.

 
განთავსების თარიღი: 05.09.2014

საქართველოში 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედებული ახალი სავიზო რეგულაციების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ამოქმედდა ახალი ვებ-გვერდი: www.geoconsul.gov.ge

 
განთავსების თარიღი: 24.08.2014

2014 წლის 24 აგვისტოს, აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში იმართება ე.წ. რიგგარეშე „საპრეზიდენტო არჩევნები". აღნიშნული უკანონო აქტი წარმოადგენს დემოკრატიული მმართველობის მოჩვენებითი ელემენტებით ოკუპაციისა და ასობით ათასი ადამიანის ეთნიკური წმენდის დაფარვის მორიგ წარუმატებელ მცდელობას.

 
განთავსების თარიღი: 22.08.2014

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობა - 100 კითხვა ახალ კანონთან დაკავშირებით მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის დავალებით, დოკუმენტი მომზადდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ;მიმაგრებული დოკუმენტები:

 
განთავსების თარიღი: 08.08.2014

2014 წლის 7 აგვისტოს 6 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებისა და სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიების ოკუპაციიდან. 2008 წლის აგვისტოს ომის ექვსი წლის თავზე საოკუპაციო ძალები კვლავაც ახორციელებენ ეფექტურ კონტროლს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, რომლის შედეგად უხეშად ილახება ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები, ხოლო ეთნიკური წმენდის რამდენიმე ტალღის ასობით ათასობით მსხვერპლს არ ეძლევა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლება.

 
განთავსების თარიღი: 07.08.2014

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები 7 აგვისტოს წლისთავთან დაკავშირებით ძმათა სასაფლაოს ეწვივნენ.

 
განთავსების თარიღი: 04.08.2014

ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის თანახმად, საქართველოს ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს არაბიომეტრული მონაცემების შემცველი პასპორტების ბიომეტრული მონაცემების შემცველი პასპორტებით სრულად ჩანაცვლება. უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი ტიპის პასპორტები საქართველოს ტერიტორიაზე უკვე გაიცემა. შესაბამისად, დღის წესრიგში დგას საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ ბიომეტრული მონაცემების შემცველობის პასპორტების გაცემაზე გადასვლა.

 
განთავსების თარიღი: 29.07.2014

თბილისი, 29 ივლისი, 2014 - სამშაბათს, საქართველოს მთავრობა მიესალმა გაეროს ადამინის უფლებათა კომიტეტის მიერ მიღებულ უახლეს დასკვნას საქართველოს შესახებ, სადაც მიუთითა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და მოუწოდა ამ რეფორმებისა და დაუსჯელობის დასრულებისაკენ მიმართული ძალისხმევის გაგრძელებისაკენ.

 
განთავსების თარიღი: 18.07.2014

2012 წლის 1-ელ ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ ხალხისგან მიიღო მკაფიო დავალება, რომ შეექმნა ისეთი სამართლებრივი სისტემა, როგორსაც ის იმსახურებდა, და ეს, პირველ რიგში, გულისხმობდა სამართლიანი სისტემის შექმნას.

 
განთავსების თარიღი: 16.07.2014

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებასთან დაკავშირებით პარლამენტში სიტყვით გამოვიდა. მინისტრმა, როგორც მთავრობის მთავარმა მომხსენებელმა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს რატიფიკაციისთვის წარუდგინა ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთის მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის".

 

 
განთავსების თარიღი: 10.07.2014

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში 10-11 ივლისს სამძიმრის წიგნი გაიხსნება. ასევე, 13 ივლისს საქართველოს ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში დაეშვება სახელმწიფო დროშები.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს დიპლომატიური კორპუსი მწუხარებას გამოთქვამს პრეზიდენტ შევარდნაძის გარდაცვალების გამო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ედუარდ შევარდნაძის როლი „ცივი ომის" ეპოქის დასრულებასა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ახალი გეოპოლიტიკური წესრიგის დამკვიდრებაში. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ფორმირებაში და დიდწილად განსაზღვრა ქვეყნის ადგილი საერთაშორისო თანამეგობრობაში.საქგარეო საქმეთა სამინისტრო თანაუგრძნობს ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მისი გარდაცვალების გამო.

 
განთავსების თარიღი: 08.07.2014

8 ივლისს, ლიტვის რეპუბლიკის სეიმმა მოახდინა ევროკავშირსა და საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებების რატიფიცირება

 
განთავსების თარიღი: 03.07.2014

3 ივლისს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიტვაში, ქ-მა ხათუნა სალუქვაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა ლიტვის ენერგეტიკის მინისტრთან ბ-ნ იაროსლავ ნევეროვიჩთან. შეხვედრისას, საუბარი შეეხო ენერგეტიკის დარგში ლიტვა-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალურ საკითხებს.

 
განთავსების თარიღი: 01.07.2014

30 ივნისს - 1 ივლისს საქართველოს შრომის, ჯანმთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი, ბ-ნი დავით სერგეენკო ოფიციალური ვიზიტით ლიტვაში იმყოფებოდა. მინისტრმა შეხვედრა გამართა ლიტვის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრთან, ბ-ნ ვიტენის პოვილას ანდრიუკაისთან. მხარეებმა ხელი მოაწერეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელბისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ლიტვის რესუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას. მინისტრთან ერთად ვილნიუსში იმყოფება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ბ-ნი ამირან გამყრელიძე.

 
განთავსების თარიღი: 27.06.2014

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით, ლიტვაში საქართველოს საელჩომ, ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს, მოლდოვის და უკრაინის საელჩოებთან ერთად, საზეიმო ღონისძიება გამართეს.

 
განთავსების თარიღი: 27.06.2014

ლიტვის პრეზიდენტი ქალბატონი დალია გრიბაუსკაიტე ქართულ ენაზე ულოცავს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას.

 
განთავსების თარიღი: 20.06.2014

18-21 ივნისს ვილნიუსის საგამოფენო ცენტრში "ლიტექსპო" მიმდინარეობს თანამედროვე ხელოვნების რიგით მეხუთე საერთაშორისო გამოფენა/ბაზრობა "Art Vilnius 2014". გამოფენაზე საქართველო საკმაოდ ფართოდ არის წარმოდგენილი.

 

 
განთავსების თარიღი: 18.06.2014

ა.წ. 18-20 ივნისს, ქ.ვილნიუსში გაიმართა უსაფრთხოების ექსპერტთა საერთაშორისო კონფერენცია - "Partners in European Security: Search for Greater Synergy between EU Common Security and Defence Policy and Eastern Partnership Policy", რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ელჩმა, ხათუნა სალუქვაძემ.

 
განთავსების თარიღი: 13.06.2014

ლიტვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტმა ა.წ. 11 ივნისს განცხადება მიიღო, რომელიც 2014 წლის 4-5 სექტემბერს დაგეგმილი ნატო-ს სამიტისათვის მომზადებას ეხება. .

 
განთავსების თარიღი: 09.06.2014

ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ცხინვალის რეგიონში, საქართველო, ჩატარებულ ე.წ. „საპარლამენტო არჩევნებთან" დაკავშირებით:

"ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში 8 ივნისს ჩატარებულ „არჩევნებთან" დაკავშირებით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ქეთრინ ეშტონმა განაცხადა, რომ "ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში" და განაცხადა, რომ „ევროკავშირი არ აღიარებს ჩატარებული არჩევნების კონსტიტუციურ და იურიდიულ საფუძველს".

 
განთავსების თარიღი: 05.06.2014

გაეროს გენერალური ასამბლეის 68-ე სესიაზე ''აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებული პირების და ლტოლვილების სტატუსის შესახებ'' მიღებული რეზოლუციის თაობაზე

 
განთავსების თარიღი: 29.05.2014

29 მაისს, ლიტვის ქ. თრაკაიში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება.

 
განთავსების თარიღი: 28.05.2014

საქართველოს ელჩმა, ქ-ნმა ხათუნა სალუქვაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა ლიტვის ტრანსპორტის და კომუნიკაციების მინისტრთან, ბ-ნ რიმანტას სენკევიჩიუსთან. შეხვედრისას, საუბარი შეეხო ლიტვა-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებს, სატრანსპორტო პროექტებს, კომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობას.

 

 
განთავსების თარიღი: 23.05.2014

ვილნიუსში, საერთაშორისო გამოფენის „ღვინის დღეები 2014" (Vyno Dienos) ფარგლებში, ქართული ღვინის მასტერ-კლასი და დეგუსტაცია გაიმართა. მასტერ-კლასს ქართული ღვინის საპატიო ელჩი და საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი შალვა ხეცურიანი გაუძღვა.

 

 

 
განთავსების თარიღი: 20.05.2014

ვილნიუსში „ქართული მუსიკის ფესტივალი" ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში, ვილნიუსის ბალის დვარიონასის მუსიკალური სკოლის მოსწავლეებმა ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები და ქართული ფოლკლორი შეასრულეს. ფესტივალში მონაწილეობა 200-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. ღონისძიება საზეიმოდ დახურეს ლიტვის კულტურის მინისტრმა ბ-მა შარუნას ბირუტისმა და საქართველოს ელჩმა ქ-ნმა ხათუნა სალუქვაძემ.

 
განთავსების თარიღი: 08.05.2014

8 მაისს ლიტვის რესპუბლიკის სეიმმა მიიღო რეზოლუცია საქართველოსთან ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცეების ჩათვლით, ხელმოწერის, რატიფიკაციისა და იმპლემენტაციის შესახებ.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ლიტვის საკანონმდებლო ორგანო მხარს უჭერს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროპული პერსპექტივასა და ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას.

ამასთან, ლიტვის სეიმი გამოთქვამს მზადყოფნას, რათა რატიფიცირებულ იქნას ასოცირების ხელშეკრულებები საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან და მოუწოდებს ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებსა და ლიტვის ხელისუფლებას ფინანსური და საექსპერტო დახმარება აღმოუჩინონ ზემოხსენებულ ქვეყნებს ხელშეკრულებების იმპლემენტაციის პროცესში.

აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის ტექსტში დაგმობილი არის რუსეთის მცდელობები, რომლებიც მიმართულია საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის, სეპარატიზმის მხარდაჭერისა და თავისუფალი არჩევანის ხელყოფისკენ.

 
განთავსების თარიღი: 27.03.2014

ლიტვის რესპუბლიკის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის განცხადება საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართ რუსეთის ფედერაციის მიერ "მცოცავი" ანექსიის განხორციელების შესახებ, 25 მარტი, 2015წ.

 
განთავსების თარიღი: 13.03.2014

საქართველოს ელჩმა ლიტვაში ინტერვიუ მისცა ცნობილ ინტერნეტ გამოცემას Lithuanian Tribune, იხილეთ ბმული

http://www.lithuaniatribune.com/65004/georgian-ambassador-events-in-ukraine-show-crucial-importance-of-the-post-vilnius-summit-period-201465004/

 
განთავსების თარიღი: 12.03.2014

12 მარტს, საქართველოს ელჩმა, ქ-ნმა ხათუნა სალუქვაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა ლიტვის ეროვნული თავდაცვის მინისტრთან, ბ-ნ იოზას ოლეკასთან.

 
განთავსების თარიღი: 10.03.2014

საქართველოს ელჩი ლიტვაში, ქ-ნი ხათუნა სალუქვაძე, სიტყვით გამოვიდა ლიტვის სეიმის პლენარულ სხდომაზე, რომელმაც ევროკავშირის საბჭოში ლიტვის თავმჯდომარეობის შედეგების განიხილა.

 
განთავსების თარიღი: 04.03.2014

4 მარტს საქართველოს ელჩმა ლიტვაში ხათუნა სალუქვაძემ ინტერვიუ მისცა ლიტვის ტელევიზია "Lietuvos Rytas"-ს. ინტერვიუში საქართველოს ელჩმა ისაუბრა უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე, დაგმო სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინის მიმართ რუსეთის მხრიდან განხორციელებული აგრესია. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის აგრესია არა მხოლოდ სუვერენული ქვეყნის მიმართ არის მიმართული, არამედ საფრთხეს უქმნის საერთო ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას. საუბრისას, საქართველოს ელჩმა აღნიშნა, რომ 2008 წელს ასე იწყებოდა რუსული აგრესია საქართველოშიც, რაც ქვეყნისათვის უმძიმესი შედეგებით - ტერიტორიების ოკუპაციით დასრულდა. ელჩმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო თანამეგობრობის ქმედითი ჩართულობის აუცილებლობაზე სიტუაციის ესკალაციის აღსაკვეთად.

 
განთავსების თარიღი: 26.02.2014

25 თებერვალს საქართველოს ელჩმა ლიტვაში ქ-ნმა ხათუნა სალუქვაძემ შეხვედრა გამართა ლიტვის სეიმის თავმჯდომარის მოადგილესთან და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ბ–ნ გედიმინას კირკილასთან.

 
განთავსების თარიღი: 12.02.2014

Gru­zi­jos spren­di­mas ne­boi­ko­tuo­ti So­čio žai­dy­nių bu­vo ge­ros va­lios ženk­las Ru­si­jai.

საქართველოს ელჩის ინტერვიუ გაზეთში "ლიეტუვოს ჟინიოს"

 

 
განთავსების თარიღი: 30.12.2013
 
განთავსების თარიღი: 28.12.2013

2013 წლის 29 ნოემბერს, ვილნიუსში, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტზე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირების ოფიციალურ ცერემონიაზე, დოკუმენტის პარაფირება მოახდინეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ქეთრინ ეშტონმა, ხოლო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნის ნაწილში - საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში კარელ დე გუხტმა.

 
განთავსების თარიღი: 20.12.2013

საქართველოს ელჩმა ინტერვიუ მისცა ჟურნალს "IQ.The Economist"

IQ.The Economist interview with Ambassador to Lithuania Khatuna Salukvadze discusses the important processes connected with Georgia's European integration path. Lūžio taškas - The Turning Point

http://iq.lt/uncategorized/luzio-taskas-2/

 
განთავსების თარიღი: 11.12.2013

11-15 დეკემბერს ვილნიუსში, თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, მოეწყო თანამედროვე ქართული ფილმების ჩვენება ლიტვური სუბტიტრებით. აღნიშნულით დასრულდა კულტურული პროგრამა „The Georgian Art in Vilnius", რომელმაც ძალზე მაღალი შეფასება დაიმსახურა ლიტველი მაყურებლების და მედიის მხრიდან.

 
განთავსების თარიღი: 30.11.2013

30 ნოემბერს საქართველოს საელჩომ სხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ვილნიუსის „რატუშის" წინ მოაწყო საქველმოქმედო საშობაო ბაზრობა, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინო, ბორჯომი, თიხის და თექის ნაწარმი, სუვენირები და ქართული საკვები. შემოსული თანხა სრულად გადაეცა „ქალთა საერთაშორისო ასოციაციას" სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარების მიზნით. ბაზრობაზე ქართული სახლი მოინახულეს ლიტვის პრეზიდენტმა ქ-ნმა დალია გრიბაუსკაიტემ და ვილნიუსის მერმა ბ-ნმა არტურას ზუოკასმა;

 
განთავსების თარიღი: 29.11.2013

29 ნოემბერს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დასრულებისას, გაიმართა საზეიმო სადილი, სადაც საქართველოს საელჩომ წარმოადგინა ქართული კუთხე. წარმოდგენილი იყო ქართული ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები, აგრეთვე სუვენირები და ინფორმაცია საქართველოს შესახებ. აღნიშნული მაგიდა მოინახულა სამიტზე მყოფმა ყველა მაღალი რანგის სტუმარმა, მათ შორის ბ-ნმა ჰერმან ვან რომპუიმ, ქ-ნმა დალია გრიბაუსკაიტემ და სხვებმა;

 
განთავსების თარიღი: 27.11.2013

ვილნიუსში, 28-29 ნოემბერს დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის სადილზე მონაწილეებს ქართული ღვინით და ქართული სასმელებით გაუმასპინძლდებიან. საქართველოს მთავრობამ ლიტვის ევროკავშირის თავმჯდომარეობას უკვე გადასცა საჩუქრად ღვინო ეტიკეტზე სპეციალური წარწერით "Georgia Welcomes The Lithuanian EU Presidency 2013" ("საქართველო მიესალმება ევროკავშირის ლიტვის თავმჯდომარეობას 2013") რომელიც ქართულ ნაწარმზე იქნება დაკრული.

 

 

 
განთავსების თარიღი: 27.11.2013

27 ნოემბერს საელჩოს და საქართველოს კინოცენტრის თანამშრომლობით, ლიტვის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში გაიმართა ქართულ-ესტონური ფილმის „მანდარინები" ჩვენება. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს და ესტონეთის ელჩებმა. ჩვენების შემდეგ, გაიმართა ქართული ღვინის დაგემოვნება;

 
განთავსების თარიღი: 26.11.2013

26 ნოემბერს საელჩომ 700 სტუმარს უმასპინძლა ქართული ფოლკლორული ანსამბლის „რუსთავის" კონცერტზე, რომელიც ვილნიუსის ყველაზე პრესტიჟულ დარბაზ „ტეატრო არენა"-ში გაიმართა. შეკრებილ სტუმრებს შორის იყვნენ ლიტვაში აკრედიტებული ელჩები, საგარეო საქმეთა სამინისტროს, კულტურის სამინისტროს, ვილნიუსის მერიის წარმომადგენლები;

 
განთავსების თარიღი: 22.11.2013

22 ნოემბერს ლიტვის ხელოვნების მუზეუმში ქართული განძთსაცავის ექსპონატების გამოფენა გაიხსნა, რომელზეც ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ანტიკური ხანის ექსპონატებია წარმოდგენილი.

 
განთავსების თარიღი: 20.11.2013

კულტურული პროგრამა "ქართული ხელოვნება ვილნიუსში" გრძელდება. 20 ნოემბერს თანამედროვე ქართველი მხატვრების გამოფენა გაიხსნა გალერეა "კალნასში". გახსნას ვილნიუსის მერი ბ-ნი არტურას ზუოკასი და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრნენ.

 

 
განთავსების თარიღი: 15.11.2013

15 ნოემბერს საელჩოს ორგანიზებით, გაიხსნა ქართველი ფოტოგრაფის შალვა ალხანაიძის ფოტოგამოფენა „თუშეთის გზაზე\". საზეიმო გახსნაზე დამთვალიერებლებს შორის იყვნენ ლიტვაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, პრესისა და ხელოვანთა წრეების წარმომადგენლები. გამოფენამ ორი კვირის მანძილზე გასტანა და დიდი ინტერესი გამოიწვია ლიტველ დამთვალიერებლებში. 22 ნოემბერს გამოფენის კურატორმა ქ-ნმა ნესტან ნიჟარაძემ ჩაატარა მასტერკლასი ფოტოგრაფიის დარგში;

 

 
განთავსების თარიღი: 07.11.2013

ევროკავშირის "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის და ლიტვის ევროკავშირის თავჯდომარეობის პერიოდში, საქართველოს საელჩოს ინიციატივით, ვილნიუსში ჩატარდა ფართომასშტაბიანი კულტურული პროგრამა თანამედროვე ქართული ხელოვნების წარმოჩენისა და საქართველოსა და ლიტვას შორის არსებულ მჭიდრო კულტურულ და პოლიტიკურ კავშირების კიდევ უფრო გამტკიცების მიზნით.

 
განთავსების თარიღი: 07.11.2013

5-8 ნოემბერს ლიტვას ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ბ-ნი დავით უსუფაშვილი და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლობითი დელეგაცია.

 
განთავსების თარიღი: 07.11.2013

7 ნოემბერს ვილნიუსში საქართველოს საელჩოს და საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიხსნა კულტურული პროგრამა „ქართული ხელოვნება ვილნიუსში". პროგრამა ლიტვაში 20 დეკემბარმდე გაგრძელდება.

 
განთავსების თარიღი: 21.10.2013

საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ

 
განთავსების თარიღი: 17.10.2013

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასწრების მიზნით, 2013 წლის 16-17 ნოემბერს, საქართველოს ვიზიტით ეწვია ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ქ-ნი დალია გრიბაუსკაიტე.

 
განთავსების თარიღი: 15.10.2013

საქართველომ ვილნიუსის სამიტზე დასასწრებად ოფიციალური მოწვევა მიიღო

15 ოქტომბერს ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროში „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს ვილნიუსის სამიტზე დასასწრებად მოსაწვევები გადაეცათ. საქართველოს სახელით შესაბამისი მოწვევა ლიტვაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ხათუნა სალუქვაძეს გადასცეს.

 
განთავსების თარიღი: 07.10.2013

ლიტვის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარე ლორეტა გრაუჟინიენე საქართველოს ეწვია

 
განთავსების თარიღი: 04.10.2013

საქართველოს საელჩომ ვილნიუსში და ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ლიტვის ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან და ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართეს. დამსწრე საზოგადოებამ საქართველოს ტურისტული პოტენციალისა და კონკრეტული ტურისტული პროდუქტის შესახებ პრეზენტაცია მოისმინა. მათ ასევე მიეწოდათ ინფორმაცია ვილნიუსი-ქუთაისის მიმართულებით, მარტის თვიდან ახალი ავიარეისის დანიშვნის შესახებ.

 
განთავსების თარიღი: 04.10.2013

4 ოქტომბერს ლიტვის თეატრის, მუსიკის და კინოს მუზეუმში სერგო ფარაჯანოვის ხელოვნებისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. ღონისძიება სხვა სტუმრებთან ერთად საქართველოს ელჩმა ქ-ნმა ხათუნა სალუქვაძემ გახსნა.

 
განთავსების თარიღი: 01.10.2013

30 სექტემბერს - 1 ოქტომბერს ვილნიუსში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება კვლევის, განვითარებისა და ინოვაციების სფეროში აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში", სადაც მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ბ-ნი თამაზ მარსაგიშვილი, საქართველოს ელჩი ლიტვაში ქ-ნი ხათუნა სალუქვაძე.

 
განთავსების თარიღი: 26.09.2013

26 სექტემბერს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლიტველ კოლეგას - დაილის ალფონსას ბარაკაუსკას შეხვდა. შეხვედრაზე მათ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებსა და ბოლოდროინდელ მოვლენებზე ისაუბრეს.

 

 
განთავსების თარიღი: 26.09.2013

26 სექტემბერს ვილნიუსში გაიმართა „ევროპული ენების დღე". ღონისძიებაში საქართველოს საელჩოსთან ერთად მონაწილეობას იღებდა ლიტვაში აკრედიტებული 20 საელჩო. საქართველოს საელჩომ დამთვალიერებლებს წარუდგინა მასალები ქართული ენის შესახებ, ქართული ანბანი, ენის შემსწავლელი წიგნები და აგრეთვე ბეჭდვითი ინფორმაცია საქართველოს შესახებ. ღონისძიება გაშუქდა ლიტვის საზოგადოებრივ ტელევიზიაში. ქართული კუთხე გახსნა ლიტვაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ბ-ნმა ირაკლი ღარიბაშვილმა;

 

 
განთავსების თარიღი: 17.09.2013

18 სექტემბერს, საქართველოს ელჩმა ლიტვაში ხათუნა სალუქვაძემ, ლიტვის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ არიანდას შლიუპასმა, ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტის დირექტორმა გედემინას ალმანტასმა და ავიაკომპანია WIZZAIR-ის დირექტორმა ჯოზეფ ვარადიმ ოფიციალურად გამოაცხადეს ვილნიუსიდან საქართველოს მიმართულებით ახალი ავიარეისის დაწყება.

 
განთავსების თარიღი: 16.09.2013
 
განთავსების თარიღი: 13.09.2013

13 სექტემბერს საქართველოს ელჩი ლიტვის პრემიერ-მინისტრს ბ-ნ ალგირდას ბუტკევიჩიუსს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს-ლიტვის ორმხრივი ურთიერთობები, ეკონომიკური თანამშრომლობა, ვილნიუსის სამიტისათვის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირების მნიშვნელობა.

 
განთავსების თარიღი: 29.08.2013

ელჩმა შეხვედრა გამართა ვილნიუსის უნივერსიტეტის რექტორთან ბ-ნ იურას ბანისთან

 

 
განთავსების თარიღი: 08.08.2013

საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ვილნიუსის "აღმოსავლეთ ევროპის სწავლების ინსტიტუტში" (Eastern Europe Studies Center) გაიმართა რუსი რეჟისორის, ანდრეი ნეკრასოვის დოკუმენტური ფილმის – "რუსულის გაკვეთილების“ ჩვენება. ფილმის დაწყების წინ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ლიტვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ხათუნა სალუქვაძემ.

 

 
განთავსების თარიღი: 07.08.2013

2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე შემოჭრისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის განხორციელებიდან ხუთი წლის შემდეგ, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს კვლავაც ოკუპირებული აქვთ საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.

 
განთავსების თარიღი: 06.08.2013

5 ივლისს, ლიტვაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ხათუნა სალუქვაძემ ინტერვიუ მისცა ბალტიისპირეთში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საინფორმაციო სააგენტოს-ბალტიის საინფორმაციო სამსახურს (Baltic News Service).

საქართველოს ელჩი ლიტვაში - საქართველო ვილნიუსის სამიტისგან "აღმოსავლეთ პარტნიორობის" წევრი ქვეყნების ევროპეიზაციის შეუქცევადობის განმტკიცებას მოელის

 
განთავსების თარიღი: 02.08.2013

2 აგვისტოს ელჩმა შეხვედრა გამართა ლიტვის პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ბ–ნ ვიტაუტას გაპშისთან. შეხვედრისას, ბ–ნ გაპშიშს მივაწოდე ინფორმაცია საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების, ოქტომბერში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების, საქართველოს ევროპულ და ევრო–ატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული უკანასკნელი განვითარებებისა და საქართველო–ლიტვის პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის შესახებ.

 
განთავსების თარიღი: 31.07.2013

31 ივლისს ელჩი ხათუნა სალუქვაძე  ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს ბ-ნ ლინას ლინკევიჩუსს შეხვდა

 
განთავსების თარიღი: 27.07.2013

ლიტვის ქალაქ ანიქშჩაიში გაიმართა ქალაქის დღეობა, სადაც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ ოფიციალურ და საზეიმო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. ელჩმა შეხვედრა გამართა ანიქშჩაის მერთან სიგუტის ობელევიჩიუსთან და მერიის სხვა წარმომადგენლებთან. მხარეებმა განიხილეს ანიკშჩაის და მასთან დამეგობრებული თელავის ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები. ქალაქის მერმა, საქართველოს ელჩს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და ინტერესი გამოთქვა მის ქალაქში ქართული კულტურული სახის ღონისძიებების მოწყობაზე. საქართველოს ელჩმა ყურადღება გაამახვილა ტურიზმის და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

 

 
განთავსების თარიღი: 25.07.2013

გაცნობებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 4 ივლისის N04/07/01 განკარგულებით, საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები დანიშნულია 2013 წლის 27 ოქტომბერს.

არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა, საქართველოს მოქალაქე დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე ან გაიაროს საკონსულო რეგისტრაცია, მიმდინარე წლის 6 ოქტომბრის ჩათვლით.

აღნიშნული მოქმედებების განსახორციელებლად, გთხოვთ, ადგილსამყოფელი ქვეყანაში თქვენი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მიმართოთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან/ და საკონსულო დაწესებულებას.

 
განთავსების თარიღი: 22.07.2013

22 ივლისს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიტვის რესპუბლიკაში ხათუნა სალუქვაძემ შეხვედრა გამართა ლიტვის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ბ-ნ ვიდას გედვილასთან. 

 

 

 
განთავსების თარიღი: 22.07.2013

22 ივლისს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიტვის რესპუბლიკაში ხათუნა სალუქვაძემ შეხვედრა გამართა ლიტვის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარის მოადგილესთან, ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ბ-ნ გედიმინას კირკილასთან.

 
განთავსების თარიღი: 18.07.2013

18 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბ-ნი ბიძინა ივანიშვილი ლიტვის რესპუბლიკას ეწვია. პრემიერ-მინისტრმა ქართულ დელეგაციასთან ერთად შეხვედრები გამართა ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ქ-ნ დალია გრიბაუსკაიტესთან, ლიტვის პრემიერ-მინისტრ ბ-ნ ალგირდას ბუტკევიჩიუსთან, ლიტვის პარლამენტის თავმჯდომარესთან ბ-ნ ვიდას გედვილასთან და ლიტვის სეიმის წევრებთან.

 
განთავსების თარიღი: 17.07.2013

16 ივლისს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიტვის რესპუბლიკაში ქ-ნმა ხათუნა სალუქვაძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა ლიტვის პრეზიდენტს ქ-ნ დალია გრიბაუსკაიტეს.

 
განთავსების თარიღი: 15.07.2013

2013 წლის 12 ივლისს, ბათუმში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თამარ ბერუჩაშვილმა შეხვედრა გამართა თავის ლიტველ კოლეგასთან ანდრიუს კრივასთან. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ასევე ესწრება X საიუბილეო საერთაშორისო კონფერენციას - „საქართველოს ევროპული გზა", როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა.

 
განთავსების თარიღი: 13.07.2013

 

მოგესალმებით,

მოხარული ვარ, რომ ეწვიეთ ლიტვის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ვებ-გვერდს. იმედი მაქვს, აქ თქვენთვის საჭირო ყველა სახის ინფორმაციას იპოვით საქართველოს პოლიტიკის, ბიზნესის, ისტორიის, კულტურის, ტურიზმის, აგრეთვე საელჩოს მიმდინარე საქმიანობის შესახებ.

 

 
განთავსების თარიღი: 04.07.2013

1-3 ივლისს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბ-ნი ირაკლი ალასანია დელეგაციასთან ერთად ლიტვის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. თავდაცვის მინისტრმა შეხვედრა გამართა ლიტველ კოლეგასთან იოზას ოლეკასთან.

 

 
განთავსების თარიღი: 19.06.2013

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აქტიურად მუშაობს საარჩევნო სიების გაუმჯობესებაზე. ამ მიზნით, 2013 წლის აპრილიდან განსაკუთრებული აქტივობით ხორციელდება მონაცემთა ბაზის ანალიზი.

აღნიშნული ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა საქართველოს სხვადასხვა რაიონში რეგისტრირებული 30 000 ისეთი ადამიანი, რომელთაც, საქართველოს მოქალაქეობის ფლობის პარალელურად, შეიძინეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობაც და ამის შესახებ არ უცნობებიათ საქართველოს სახელმწიფოსათვის.

 

 
განთავსების თარიღი: 14.06.2013

ა.წ. 9-12 ივნისს ლიტვაში ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ქალბატონი თეა წულუკიანი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ქ. ვილნიუსში გამართულ ზიანის შემცირების საერთაშორისო კონფერენციაში (HARM REDUCTION INTERNATIONAL CONFERENCE 2013).

 

 
განთავსების თარიღი: 02.04.2013

2013 წლის 26-29 მარტს ლიტვის რესპუბლიკას ვიზიტით ეწვია საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბ-ნი ზვიად კვაჭანტირაძე. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ, როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ლიტვის რესპუბლიკის სეიმის წევრებთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. განხილული იყო ლიტვა - საქართველოს ურთიერთობები და ევროკავშირში ლიტვის თავმჯდომარეობის პრიორიტეტები. შეხვედრებზე აღინიშნა, რომ ლიტვა რჩება საქართველოს აქტიურ მხარდამჭერად და ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

 
განთავსების თარიღი: 19.03.2013

2013 წლის 13-15 მარტს ლიტვის რესპუბლიკას ვიზიტით ეწვია საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ბ-ნი ზურაბ აბაშიძე. ვიზიტის მიზანი იყო დეცენტრალიზაციის და რეგიონული მმართველობის სფეროში ლიტვის გამოცდილების გაზიარება.

 

 
განთავსების თარიღი: 04.03.2013

2013 წლის 4 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ლინას ლინკევიჩუსისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის შეხვედრა.

 

 
განთავსების თარიღი: 19.02.2013

2013 წლის 12-13 თებერვალს ქ. თბილისში „აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის მეორე შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას ქართული მხრიდან უმასპინძლეს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. ასევე, საქართველოს მხრიდან არაფორმალურ დიალოგში მონაწილეობა მიიღო ევროპულ და ევროატლანტიკურ სრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა.

 

 
განთავსების თარიღი: 14.01.2013

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღო ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ. შეხვედრები გაიმართა ასევე ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ალგირდას ბუტკევიჩიუსთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან ვიდას გედვილასთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ლინას ანტანას ლინკევიჩიუსთან.

.

 
განთავსების თარიღი: 30.11.2012

2012 წლის 29 ნოემბერს გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის.ლიტვის მხრიდან კონსულტაციებში მონაწილეობდნენ ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორი ედმინას ბაგდონასი, საგანგებო დავალებათა ელჩი, აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი ვაიდოტას ვერბა, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის სამმართველოს უფროსი, გედიმინას კასპუტისი. ქართული მხარე წარმოდგენილი იყო დეპარტამენტების დირექტორების დონეზე. კონსულტაციების ფარგლებში, ასევე გაიმართა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან დავით ზალკალიანთან.

 
განთავსების თარიღი: 30.11.2012

ა.წ. 22-23 ნოემბერს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი სამუშაო ვიზიტით ლიტვაში, ქ. ვილნიუსში იმყოფებოდა, სადაც მონაწილეობას მიიღო კონფერენციაში „ათი წელი პრაღის სამიტის შემდეგ".

 
განთავსების თარიღი: 14.09.2012

2012 წლის 1 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საზღვარგარეთ შექმნილია 45 საარჩევნო უბანი. ცესკოს ცნობით არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლემბლობა ექნება საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ 42 613 საქართველოს მოქალაქეს.

 
განთავსების თარიღი: 10.09.2012

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 სექტემბრის N37/2012 დადგენილების შესაბამისად, სხვა სახელმწიფოში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ 2012 წლის 12 და 13 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 18:00 საათამდე, პირადად, ან ნოტარიული წესით დამოწმებული მინდობილობის მქონე წარმომადგენლის საშუალებით მიმართონ საზღვარგარეთ შექმნილ შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას, წარადგინონ განცხადება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლთან ერთად და გაიარონ რეგისტრაცია სპეციალურ სიებში.

 
განთავსების თარიღი: 06.09.2012

ლიტვის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ 2012 წლის პირველ ოქტომბერს დაგეგმილ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში და არ იმყოფებიან საკონსულო აღრიცხვაზე, ვაცნობებთ, რომ საარჩევნო მიზნებისათვის საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის ვადა იწურება 2012 წლის 10 სექტემბერს.

 
განთავსების თარიღი: 10.08.2012

ოთხი წლის წინ, 2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთის შეიარაღებული ძალები შემოიჭრნენ საქართველოს ტერიტორიაზე და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევით განახორციელეს პირდაპირი სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ.2008 წლის 12 აგვისტოს ხელი მოეწერა შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. რუსეთის ფედერაცია კვლავაც არ ასრულებს ამ შეთანხმებით აღებულ ვალდებულებას შეიარაღებული ძალების ომამდელ პოზიციებზე დაბრუნების შესახებ.

 
განთავსების თარიღი: 04.07.2012

ა.წ. 22 ივნისს ქ. ბათუმში ხელი მოეწერა ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმს ლიტვის რესპუბლიკის და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის. ღონისძიებას ორივე ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი ესწრებოდა. მემორანდუმი გულიხსმობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის კუთხით.

 
განთავსების თარიღი: 04.07.2012

2012 წლის 3 ივლისს ქ. ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 66-ე სესიაზე მიღებულ იქნა რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების სტატუსის შესახებ". გენერალურმა ასამბლეამ მსგავსი რეზოლუცია პირველად 2008 წელს მიიღო და მას შემდეგ ყოველწლიურად ადასტურებს ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში ნებაყოფლობითი, ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების აუცილებლობას. რეზოლუცია ასევე ყურადღებას ამახვილებს ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების საკუთრების უფლების დაცვასა და პატივისცემაზე.

 
განთავსების თარიღი: 15.06.2012

8 ივნისს, ქალაქ ბირშტონასის მერიამ და ჭიათურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ქალაქებს შორის დამეგობრების ხელშეკრულებას. ბირშტონასი ლიტვის საკურორტო ქალაქია და ცნობილია როგორც სპორტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსი. ხელშეკრულების ხელმოწერა განხორციელდა ბირშტონასში სახალხო დღესასწაულის მიმდინარეობისას, რომელშიც ქართველების გარდა მონაწილეობდნენ ლატვიის, ესტონეთის, გერმანიის და დანიის დამეგობრებული ქალაქების წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ ეს არის რიგით მე-8 დამეგობრება ლიტვისა და საქართველოს რეგიონებს შორის.

 

 

 
განთავსების თარიღი: 04.06.2012

საქართველოს პრეზიდენტმა ანაკლიაში დღეს ვალდას ადამკუსის სახელობის ბულვარი გახსნა. საზეიმო ცერემონიალზე მიხეილ სააკაშვილი ლიტვის პრეზიდენტთან (2004-09 წლებში) ერთად მივიდა. ქვეყნის პირველმა პირმა საქართველოსა და ლიტვის მეგობრულ ურთიერთობაზე ისაუბრა და განსაკუთრებით გამოყო ვალდას ადამკუსისა და მისი ქვეყნის დამსახურება საქართველოს წინაშე, მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს ომისა და შემდგომ პერიოდში. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ორი ქვეყნის დამეგობრების საქმეში უდიდესი წვლილი პირადად ვალდას ადამკუსს მიუძღვის და ყურადღება თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობაზეც გაამახვილა. ვალდას ადამკუსმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს და ქვეყნის აღმშენებლობის გზაზე, მას წარმატება უსურვა. იგი იმ რეფორმებსა და ცვლილებებსაც შეეხო, რომლებიც საქართველოში წარმატებით ხორციელდება.

 

 
განთავსების თარიღი: 23.05.2012

012 წლის 20-21 მაისს, ჩიკაგოში, გაიმართა ნატო-ს სამიტი, სადაც განიხილებოდა ალიანსის თავდაცვის შესაძლებლობების, ავღანეთში სამომავლო ჩართულობის და პარტნიორობის საკითხები.სამიტის ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა ფორმატის შეხვედრები - ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) სხდომა წევრი სახელმწიფოების მეთაურების დონეზე, ავღანეთთან დაკავშირებული შეხვედრა ნატოსა და ავღანეთის ოპერაციის (ISAF) კონტრიბუტორ პარტნიორ სახელმწიფოთა მეთაურების მონაწილეობით, ალიანსის შეხვედრა 13 პარტნიორ ქვეყანასთან, რომელთაც განსაკუთრებული პოლიტიკური, ოპერატიული და ფინანსური წვლილი მიუძღვით ალიანსის ოპერაციებში და ალიანსის შეხვედრა 4 "ასპირანტ" ქვეყანასთან, რომლებიც ნატოში გაწევრიანებას ესწრაფვიან.

 
განთავსების თარიღი: 23.05.2012

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ლიტვის განათლების მინისტრს გინტარას სტეპანავიჩუსს შეხვდა. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მომავალ გეგმებზე იმსჯელეს და როგორც საქართველოს, ასევე ლიტვის განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებზე ისაუბრეს. ლიტვის განათლების მინისტრი გინტარას სტეპანავიჩუსი სამინისტროს მიერ განხორციელებული ერთ-ერთი წარმატებული რეფორმით, მანდატურის ინსტიტუტით დაინტერესდა და ის მზადაა სკოლის მანდატურის სამსახური ლიტვის სკოლებშიც დაინერგოს.

 

 
განთავსების თარიღი: 14.05.2012

11 მაისს ქ. ვილნიუსში ქართული ღვინისადმი მიძვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს საელჩო ვილნიუსში. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ცხრა ქართული ღვინის კომპანია. ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ პროფესიონალი ღვინის სომელიეების შეფასება ქართული ღვინის შესახებ.

 

 
განთავსების თარიღი: 14.05.2012

10 მაისს ქ.კაუნასში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბატონმა ზაზა გოროზიამ საერთაშორისო სასურსათო გამოფენა „აგრობალტი 2012" მოინახულა და გამოფენის ფარგლებში ორგანიზებულ ფორუმში მონაწილოება მიიღო. გამოფენა ლიტვის რესპუბლიკაში ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მიზნად ისახავს ჯანმრთელი პროდუქციის პოპულარიზაციას, ახალი ტექნოლოგიების გაცნობას, ეკოლოგიურად სუფთა ხილის და ბოსტნეულის გამოფენა-გაყიდვას. წელს გამოფენაში მონაწილე 10 ქვეყნიდან 310 კომპანია იღებდა მონაწილეობას.

 

 
განთავსების თარიღი: 08.05.2012

2012 წლის 8 მაისს, მსოფლიო ფაშიზმზე გამარჯვების 67-ე წლისთავს აღნიშნავს. ეს ღირშესანიშნავი თარიღი წარმოადგენს მსოფლიოს ხალხთა და სახელმწიფოთა სოლიდარობისა და ერთიანობის უპრეცედენტო გამოვლინებას საყოველთაო ღირებულებებისათვის გმირულ ბრძოლაში, რომლის შედეგად კაცობრიობამ თავის მომაკვდინებელ საფრთხეზე სასახელო გამარჯვება მოიპოვა.

მეორე მსოფლიო ომის ტრაგიკულმა მოვლენებმა მსოფლიოს ხალხებს დაანახა ახალი საერთაშორისო სამართლის სისტემის შექმნის აუცილებლობა, რომელიც ძირშივე გამორიცხავდა მსგავსი გლობალური კატაკლიზმების გამეორებას და დედამიწაზე სტაბილურობისა და მშვიდობის გარანტი გახდებოდა.

 
განთავსების თარიღი: 08.05.2012

2012 წლის 3 მაისს ქ. ვილნიუსში გამართულ ფორუმში „პარლამენტარების როლი აღმოსავლეთ ევროპის დემოკრატიათა განმტკიცებაში: დემოკრატიული საზოგადოებებისკენ მიმავალ გზაზე". საქართველოს მხრიდან მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა, ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კანდელაკმა.

 

 
განთავსების თარიღი: 08.05.2012

29 აპრილს- 3 მაისს ლიტვის რექსპუბლიკის პრემიერ მინისტრი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. მან შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან ბატონ მიხეილ სააკაშვილთან, პრემიერ მინისტრ ნიკა გილაურთან, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან, და საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან.

 

 
განთავსების თარიღი: 08.05.2012

25-26 აპრილს ვილნიუსის მერი არტურას ზუოკასი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა. სადაც მან მონაწილეობა მიიღო თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ „ეკონომიკურ ბიზნეს ფორუმში". ფორუმი მიზნად ისახავდა გამოცდილების გაზიარებას ადგილობრივი თვითმართველობის, ტურიზმის, ეკონომიკის და კულტურის საკითხებში. ვიზიტის ფარგლებში თბილისის მერმა ბ-ნ გიგი უგულავამ და ბ-ნ ზუოკასმა განიხილეს ვილნიუსისა და თბილისის თანამშრომლობის პერსპექტივები.

 

 

 

 

 
განთავსების თარიღი: 08.05.2012

19 აპრილს, საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ელჩის ხელმძღვანელობით სტუმრობდნენ ქ. ანიქჩაის, სადაც მონაწილეობა მიიღეს ცნობილი ლიტველი მწერლის ანტანას ვიენოულისის 130 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.

 

 
განთავსების თარიღი: 08.05.2012

ლიტვის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და ორგანიზებით, ა.წ. 6-11 აპრილს საქართველოს ეწვია ლიტვის მედიის წარმომადგენელთა 13 კაციანი ჯგუფი

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 3 4 5
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ