ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს ელჩმა ლიტვის ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრა გამართა

10 იანვარს საქართველოს ელჩი ხათუნა სალუქვაძე ლიტვის ეკონომიკის მინისტრს მინდაუგას სენკევიჩიუსს შეხვდა. ელჩმა ბ-ნ სენკევიჩიუსს მიულოცა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა.ელჩმა შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ ეკონომიკურ რეფორმებზე ისაუბრა. ასევე საუბარი შეეხო ლიტვა-საქართველოს ორმხრივი მთავრობათაშორისი კომისიის მუშაობის საკითხს. აღინიშნა, რომ კომისიის საქმიანობა ხელს უწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. 

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. ასევე ექსპორტის ხელშეწყობის, ინოვაციისა და ახალი ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. მხარეებმა განსაკუთრებული კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველო-ლიტვას შორის ტურისტების რიცხვის ზრდის ტენდენცია.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ