ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს ელჩი ხათუნა სალუქვაძე ლიტვის ქ. კლაიპედას ეწვია სამუშაო ვიზიტით

ვიზიტის ფარგლებში ელჩმა შეხვედრა გამართა ქ. კლაიპედის მერთან ვიტაუტას გრუბლიაუსკასთან. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს რეგიონებთან თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას, ასევე დასახული იქნა თანამშრომლობის გეგმა კლაიპედასა და მის დამეგობრებულ ქალაქ ფოთს შორის.

კლაიპედის სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალურ დირექტორთან ვიქტორას კროლისთან და მის მოადგილესთან ვიდა კაჟუროსთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პერსპექტივებს და საქართველოში მიმდინარე პროექტებს,

საქართველოს ელჩი აგრეთვე ეწვია კლაიპედის საერთაშორისო უნივერსიტეტს (LCC International University), სადაც შეხევედრა გამართა უნივერსიტეტის პრეზიდენტთან მერილინ უოლთან და აღნიშნული უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტებთან. შეხვედრაზე ელჩი სტუდენტებს ესაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების, ლიტვა-საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების შესახებ. სტუდენტებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია საელჩოში სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის გავლის და საკონსულო მომსახურების შესახებ. ელჩმა სტუდენტებს ასევე მოუწოდა ფართოდ ჩაერთონ ლიტვაში საქართველოს წარმოჩენის საქმეში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში. თავის მხრივ სტუდენტებმა ელჩს გააცნეს მიმდინარე სწავლის პროცესი და თავიანთი სამომავლო სასწავლო გეგმები. აღსანიშნავია, რომ კლაიპედის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქართველოდან 30 ახალგაზრდა სწავლობს.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ