ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

თანამედროვე ქართველი მხატვრების გამოფენა

გამოფენა “მომავლის ჯაშუში” წარმოადგენს თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის პროექტს და მასში თვრამეტი ქართველი მხატვრის ნამუშევრებია წარმოდგენილი. პროექტის მიზანია დააკავშიროს მხატვრული ხელოვნება მომავლის წარმოდგენასა და სამეცნიერო ფანტასტიკის შემოქმედებით განვითარებასთან.

აღსანიშნავია, რომ ქ.კლაიპედა 2017 წელს გამოცხადებულია ლიტვის რესპუბლიკის კულტურის დედაქალაქად და ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა ქალაქის კულტურის დღეების ღონისძიებებს უკავშირდება.

გამოფენის გახსნაზე კლაიპედის კულტურის და კომუნიკაციის ცენტრში მოწვეულ სტუმრებს მიესალმნენ ქ. კლაიპედის მერი ვიტაუტას გრუბლაუსკასი, საქართველოს ელჩი ხათუნა სალუქვაძე და თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის ხელმძღვანელი ვატო წერეთელი.გამოფენაში წარმოდგენილია შემდეგი მხატვრების ნამუშევრები: დავით გიორგაძე, ნინო ჩუბინიშვილი, დიმა დადიანი, მამუკა სამხარაძე, მაქსიმე მაჩაიძე, მამუკა ჯაფარიძე, ნინო სეხნიაშვილი, გიორგი მაღრაძე, გიორგი სუმბაძე, გიგი გულედანი, თორნიკე ჭაფოძე, კოკა რამიშვილი, მანუჩარ ოქროსცვარიძე, გელა კუპრაშვილი, ირინა ჯიბუტი, თამარ ჩადუნელი, ანა ჩადუნელი. გამოფენის კურატორი: ვატო წერეთელი.

გამოფენა გაგრძელდება 19 იანვრიდან 19 თებერვლამდე, სამუშაო საათები:ოთხშაბათი-კვირა: 11:00-19:00.მისამართი: Didžioji Vandens g. 2, Klaipėda

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4
6 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ