ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ვილნიუსში ქართველი მხატვრების ნინო ჩაკვეტაძის და ბუბა არაბულის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

ვილნიუსში ქართველი მხატვრების ნინო ჩაკვეტაძის და ბუბა არაბულის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.

24 იანვარს ქ. ვილნიუსში ლიტვის მხატვართა კავშირის გალერეაში ლიტვაში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებული გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე „მალე გაზაფხული მოვა“ წარმოდგენილია ქართველი მხატვრების - ნინო ჩაკვეტაძის და ბუბა არაბულის ფერწერული ნამუშევრები.

ქართველი მხატვრების ნამუშევრებმა ლიტველი მნახველის დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ვილნიუსში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ლიტვის ოფიციალური პირები, ლიტველი მხატვრები და სხვა საპატიო სტუმრები. გამოფენის გახსნაზე ლიტვის მხატვართა კავშირის გალერეაში მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა ქ-ნმა ხათუნა სალუქვაძემ და გალერეის დირექტორმა ქ-ნმა დოვილე ტომკუტე-ველეცკიენემ.

გამოფენის კურატორია გალერეა „ნოჩა“, რომელიც თბილისში ზანდუკელის ქ. 12-ში მდებარეობს.

აღსანიშნავია, რომ გამოფენა 11 თებერვლამდე გასტანს და სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ ქართველი ხელოვანების ნამუშევრები. ნინო ჩაკვეტაძის და ბუბა არაბულის ნამუშევრების გამოფენა ფართოდ გაშუქდა ლიტვური მასმედიის საშუალებების მიერ.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ