ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ვილნიუსის უნივერსიტეტში ქართული ენისა და კულტურის შემსწავლელი კურსების პირველი სემესტრის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

30 იანვარს ვილნიუსის უნივერსიტეტში ქართული ენისა და კულტურის შემსწავლელი კურსების პირველი სემესტრის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ლიტველ სტუდენტებს გადაეცათ ქართული ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი სერტიფიკატები. ქართული ენითა და კულტურით დაინტერესებულ ლიტველ სტუდენტებს სემესტრის წარმატებით დასრულება მიულოცეს საქართველოს ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ და ვილნიუსის უნივერსიტეტის უცხო ენათა ინსტიტუტის დირექტორმა რომა კრიაუჩიუნიენემ. შეხვედრაზე ლიტველმა სტუდენტებმა შეასრულეს ქართული და ლიტვური ჰიმნები, ასევე სხვა ქართული სიმღერები და ლექსები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საელჩოს და ვილნიუსის უნივერსიტეტის საერთო პროექტის ფარგლებში ქართული ენისა და კულტურის შემსწავლელ კურსებზე, რომელთაც გიორგი კობახიძე უძღვება, სტუდენტები ეუფლებიან ქართულად საუბრისა და კომუნიკაციის უნარებს, აგრეთვე იღებენ ინფორმაციას ქართული კულტურის, ისტორიის და თანამედროვე ცხოვრების შესახებ.

ლექციები ტარდება კვირაში ორჯერ: ორშაბათსა და ოთხშაბათს, დამწყებთათვის - 18.00 სთ-ზე და მცოდნეთათვის - 19.00 სთ-ზე. კურსზე დასწრება თავისუფალია სტუდენტებისა და ქართული ენის შესწავლით დაინტერესებული პირებისათვის.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4
6 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ