ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს ელჩმა ლიტვის რესპუბლიკაში ხათუნა სალუქვაძემ გამართა შეხვედრა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის ახლადდანიშნულ მოადგილესთან დარიუს სკუსევიჩიუსთან

31 იანვარს საქართველოს ელჩმა ლიტვის რესპუბლიკაში ხათუნა სალუქვაძემ გამართა შეხვედრა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის ახლადდანიშნულ მოადგილესთან დარიუს სკუსევიჩიუსთან. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და ლიტვას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს, ამ კონტექსტში, ელჩმა და მინისტრის მოადგილემ ისაუბრეს მიმდინარე წელს მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების განხორციელების საკითხებზე.

შეხვედრის ფარგლებში ასევე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებზე, მათ შორის, ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისათვის აქტიურად მზადებისა და ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთქმედების გაგრძელების მნიშვნელობას.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4
6 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ