ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს ელჩის შეხვედრა ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან

6 თებერვალს ხათუნა სალუქვაძემ გამართა შეხვედრა ლიტვის პრემიერ-მინისტრთან საულიუს სკვერნელისთან.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის განვითარების საკითხებს. ამ თვალსაზრისით, აღინიშნა მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობა. ელჩმა ხაზგასმით დააფიქსირა, რომ საქართველო ძალზე აფასებს ლიტვის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე, ასევე აქტიურ ხელშეწყობას ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ლიტვა დაინტერესებულია კიდევ უფრო განავითაროს მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები საქართველოსთან, ამასთან, მზად არის კვლავაც აქტიურად განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა და ხელშეწყობა როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო მასშტაბით.

საუბრისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და ლიტვას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. საუბარი ასევე შეეხო ორი ქვეყნის თანამშრომლობას ტურიზმის, კულტურისა და განათლების სფეროებში, აგრეთვე ხალხთაშორისი კავშირების შემდგომი განმტკიცების მიმართულებით.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ