ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ გამართა შეხვედრა ლიტვის თავდაცვის მინისტრთან რაიმუნდას კარობლისთან

9 თებერვალს საქართველოს ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ გამართა შეხვედრა ლიტვის თავდაცვის მინისტრთან რაიმუნდას კარობლისთან. შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა საქართველოსა და ლიტვას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობა და დაფიქსირდა ამ მიმართებით აქტიური ურთიერთქმედების გაგრძელების მზაობა. ამასთან, ელჩმა და მინისტრმა მიმოიხილეს მიმდინარე წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები.

საუბრისას ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს. დაფიქსირდა, რომ ლიტვა კვლავაც მტკიცედ განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერასა და ხელშეწყობას ამ მიმართულებით.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 3 4 5
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ