ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს ელჩი ხათუნა სალუქვაძე სამუშაო ვიზიტით ეწვია ლიტვის ქ. დრუსკინინკაის

21 თებერვალს, საქართველოს ელჩი ხათუნა სალუქვაძე სამუშაო ვიზიტით ეწვია ლიტვის ქ. დრუსკინინკაის. ვიზიტის ფარგლებში ელჩმა შეხვედრა გამართა ქ. დრუსკინინკაის ვიცე-მერთან ლინას ურმანავიჩიუსთან და ქალაქის საბჭოს წარმომადგენლებთან. შეხვედრისას საუბარი შეეხო სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმის განვითარების კუთხით ქ. დრუსკინინკაის გამოცდილებას, ასევე საქართველოს რეგიონებთან თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს. ასევე განხილულ იქნა ქ. დრუსკინინკაის და ქ. ბორჯომს შორის თანამშრომლობის საკითხები. ელჩმა ვიზიტის ფარგლებში ასევე მოინახულა ქ. დრუსკინინკაის ბალნეოლოგიური და კლიმატური მკურნალობის ცენტრი და ახალგაზრდების დასაქმების ცენტრი.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ