ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ შეხვედრა გამართა ლიტვის განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან იურგიტა პეტრაუსკიენესთან

23 თებერვალს საქართველოს ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ შეხვედრა გამართა ლიტვის განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან იურგიტა პეტრაუსკიენესთან. შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა საქართველოსა და ლიტვას შორის განათლების სფეროში არსებული ურთიერთანამშრომლობის საკითხები.

საუბრისას, ელჩმა ყურადღება გაამახვილა განათლებისა და მეცნიერების სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე, განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობაზე, ლიტვის უნივერსიტეტებში ქართველი სტუდენტების მზარდ ნაკადზე, ორმხრივი ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობაზე და ლიტვისა და საქართველოს განათლების სისტემებისა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შესახებ გამოცდილების ურთიერთგაზიარების საჭიროებაზე.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 5 7 8
9 10 11 12 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ